ეკონომიკის სამინისტრო ბახმაროს განვითარებაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:10

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ბახმაროში იმყოფებოდნენ, სადაც ზამთრის პირობებში, არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს.წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების ანალიზის მიზნით, შვეულმფრენით შემოგარენი მთების, ხეობებისა და ფერდობების დაზვერვა-შეფასება განახორციელა.სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა.გასულ წელს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი გამოცხადდა.კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა” უკვე დაასრულა და სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

წაკითხულია 415 ჯერ

Related items

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • „დადებითი ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება“

    წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი , 2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გაზრდილია 10.4 პროცენტით.

    „ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს განაპირობებს როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნა როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.  

    რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება: „ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა,  გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“.

    ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

  • ტყიბულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაემგზავრა

    ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ტყიბულში უკვე გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, - აღნიშნული იმფორმაცია  newsday.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოაწოდეს.

    პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.

     

     

  • ეკონომიკის სამინისტრო ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს
    დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოში მეექვსე მემილიონე ტურისტის ჩამოსვლას და მისთვის სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებებს ეხება. ვიდეორგოლის ჩვენებასთან ერთად დაგეგმილია ახალი ინტერნეტპორტალის, www.hostme.ge-ს პრეზენტაციაც, სადაც ონლაინ-რეჟიმში ტურისტებისთვის ღირშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური