ანგელოზებთან მოხვედრილიყოს ბავშვი - იუნა შაფათავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 01:54

ანგელოზებთან მოხვედრილიყოს ბავშვი, ამ შინაარსის სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა. 

ბებიაჩემი სულ ამას ამბობდა: ლამაზი ქალი ბედნიერი არ მინახავსო....შეუძლებელია,ლამაზი ქალის ბედნიერება, ულამაზოების თვალი ჭამს. ბნელი არ ვარ,ეზოთერიკა და ენერგიის გადანაწილება მესმის. საქართველოში კი სხვისი წარმატება არ უყვართ,შურთ, ეგ ბოროტი ენერგია ჭამს ყველაფერს...დაუტოვეთ სხვებს ბედნიერების უფლება, ნუ შეჭამეთ ეს ქალები.....
რა ვთქვა,რომ ვიზიარებ? ერთი საათია ხელები მიკანკალებს და ვტირი, თან მიყურებენ u r so sexy მეუბნებიან, go ahead, მაფასებენ...გამისკდა გული,ვის აუხსნი,რომ არაფერი არ გაინტერესებს დღეს- კიდიათ,რატომ ვტირივარ, და თან უნდა გავიღიმო, ჩემი საქმე კეთდება თუ არა, იმას აკვირდებიან...

მაია კი მარტო დარჩა,ერთ დღეში...კი ვიმეორებ- სიკვდილი არ არსებობს,გარდაცვალებაა, მაგრამ როგორ გინდა შეეგუო ამას...იცოცხლო ამით,იმუშაო და გაიღიმო,თითქოს არაფერი, შოუ გრძელდება. აი,თურმე როგორი რთული ყოფილა, ცრემლებით,შოუს კეთება!

memento mori! ეს იმიტომ უნდა გვახსოვდეს,რომ სხვას ტკივილი არ მივაყენოთ.ყველანი სიკვდილის მოლოდინში ვცოცხლობთ.იცოცხლეთ და აცოცხლეთ სხვაც!

ვიზიარებ, როგორც და,როგორც ქალი,რომელსაც შვილი არასოდეს ყოლია მაგრამ ვიცი,რა არის ნამდვილი ტკივილი,როცა რაც არ უნდა გითხრან და გითანაგრძნონ,მარტო ხარ მასთან.
მე ვილოცებ მაიკოზე და მის გოგონაზე,რომელსაც,სამწუხაროდ,არ ვიცნობდი. ჩვენ ხომ ბანაკობანას გვათამაშებენ და პოლიტიკა ყოფს ჩვენს პრიორიტეტებს. მე ვარღვევ ცეცხლის ხაზს,მკიდია,არხები და მეპატრონეები.
ჩვენ ვართ ადამიანები,პირველ რიგში და ეგაა მთავარი და არა ის,ვინ ვისიანია.
რადგან მარტონი მოვდივართ და მარტონი ვტოვებთ ამ ქვეყანას. რა სიკეთეს დავტოვებთ, რა კვალს, სათვალავშია უსასრულობაში. და არა ერთდღიანი მეფეები.
ანგელოზებთან მოხვედრილიყოს ბავშვი, სამოთხეში ეს ის მომენტია,როცა გინდა,გაგეღვიძოს და ტყუილი იყოს.და ნუ მომწერთ-პპულარულია,იმიტომ ჩანსო. მაია თქვენი ბედნიერებისთვის მუშაობს და იმედია,გააგრძელებს კვლავ.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვან, მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე კლინიკაში გუშინ მოათავსეს. ის საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა.

წაკითხულია 1827 ჯერ

Related items

  • „მე დღეს საგანგებოდ მაცვია თეთრი, ნუცამ მითხრა ასე“ - მაია ასათიანი (ვიდეო)

    „მე დღეს საგანგებოდ მაცვია თეთრი, ნუცამ მითხრა ასე“ - მაია ასათიანი 

  • იუნა შაფათავა ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს

    ასეთი შინაარსის პოსტები დაუდო იუანა შაფათავას ამერიკაში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს.საპასუხოდ იუნა შაფათავამ სოციალური ქსელით ქართველ ჟურნალისტებს მიმართა:

    "ბოდიში, მინდა იცოდეთ, ეს ვინ არის. ამის ბანძი ეთერი იყო ქართული ემიგრაციის სირცხვილი. ძალიან არ მინდა, ქართული ემიგრაციით სპეკულირებდეს ეს გიჟი. ხვალ საქართველოს სახელით რამე სასწაულს დაფქვავს კიდევ ეთერში. 

    იმედია ყველა ჟურნალისტი გაითვალისწინებთ ამას. რატომ გეტენებათ დიდი ქართველი ამერიკელის სახელით, ვერ ვხვდები. მაგრამ ტექსტი ისეთია, ვწუხვარ, რომ ქართველი ქალი ქართველ ქალს ასეთ საძაგლობას უსურვებს. 
    ბოდიში შეწუხებისთვის, ვიცი ისვენებთ 
    დიდი მადლობა."

    ურთიერთშელაპარაკება აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გაეროს შენობასთან დაგეგმილ ქართველთა სამშვიდობო საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებს მოჰყვა, რომელიც 8 აგვისტოს ომის და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    მოგვიანებით ცისნამი საყვარლიშვილმა იუნა შაფათავს პოსტების წაშლა მოსთხოვა:

     

    "წაშალე პოსტები! ვაღიარებ, ძალიან საზიზღობა დავწერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მაკადრე და მიწოდე ის რაც არ ვარ, რადგან ყველა შენნაირი გგონია! შენც ეგ გინდოდა, რომ მე წყობილებიდამ გამგეყვანე. ბრავო, მიზანი მიღწეულია! არასდროს ამომივიდოდა პირიდან ასეთი სიბინძურე, რომ არა შენი ვულგარული კომენტარები, ჩემს მიმართ და ახლა საზოგადოებას ნუ აჩვენებ, რომ მე ურჩხული ვარ და შენ წმინდანი. ვწუხვარ, რომ აგყევი და თავი ვერ შევიკავე. ბოდიში საზოგადოებას, ვინც ამას წაიკითხავს. მარა მინდა ყველამ იცოდეს, შენი ბრალია! მრცხვენია, რომ შენი დონის გავხდი! ღმერთმა შემინდოს!"

    image

    image

    image

     

  • მაია ასათიანი განცხადებას ავრცელებს

    თოქ-შოუ "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით კრიტიკოსებს პასუხობს: "ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის "მსუბუქი" თემები და რატომ არ მაცვია "მძიმე" შავები. მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო'' - წერს მაია ასათიანი.

    ცნობისათვის მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

  • ასათიანი ვაშალომიძეს "ჩააცივდა" იმის გასარკვევად, იშოვა თუ არა მოდელმა კომერციული ფართისთვის ფული მეძაობით (ვიდეო)

    "პროფილმა" მაყურებელს 46 წლის ყოფილი ჟურნალისტი, 5 შვილის დედა გააცნო, რომელიც თავს და შვილებს მეძავობით არჩენს. ის კლიენტებს "ფეისბუქის" საშუალებით შოულობს. ამ თემაზე კომენტარი სტუდიაში შეკრებილ ე.წ. ცნობილ სახეებს სთხოვეს.

  • წარმოიდგენიათ,რა დონის საშუალო კლასის კაცები გვყავს?? - იუნა შაფათავა

    იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ნამდვილად სხვა ტალღაზე ვარ,მაგრამ ერთი კითხვა მიჩნდება: რა უნდა ჩამედინა 41 წლის ქალს ისეთი საშინელება, სახლის წინ პლაჟზე გადასვლით

    ძველი კუპალნიკით,შეუღებავს,სპეცეფექტების გარეშე,გამოუძინებელს, რომ ქართველი კაცების ასეთი უზრდელობა,ვირობა,ხეპრეობა,არაკაცობა,ლაჩრობა,უნიათობა,მნძრეველობის ჰობბი, უვიცობა,

    გოიმობა,რეგვენობა რომ ასე მკაფიოდ, 500 ერთნაირად მუწუკივით გულისარევ კომენტარში დადებულიყო. გეფიცებით, არც ვიცოდი, რომ ასეთი დონის ფენა არსებობს საქართველოში 

    რომ მდომოდა ძალით ექსპერიმენტის ჩატარება,ასე წარმატებით ვერ შევძლებდი.  წარმოიდგენიათ,რა დონის საშუალო კლასის კაცები გვყავს? მუწუკი, ჩირქიანი მუწუკები. სხვა არაფერი ასოციაცია არ

    მომდის თავში.ქართველები კი არა, მუწუკები ხართ საქართველოს ზადნიცაზე. დიპრაკ ჩოპრამ მითხრა,ბალანსი შეინარჩუნეო,მე უწყინარი იოგის ელემენტის ბუტაფორია დავდე და ზღვა ნეგატივი გავიჩალიჩე

    ჩემი აურის ირგვლივ.განა რა ძლიერი ენერგია უნდა მქონდეს,ამათ ნეგატივს სძლიოს. ორი დღეა ომმს გავიძახი პირჯვარს ვიწერ რომ ვხსნი ფბ-ს, ახალი კომენტარები არ ჩერდება. აფრენენ?? სირცხვილია

    ასე მოქცევა, ადამიანებო. ნუ მწერ რა,თუ ასე გძულვარ,შენთვის გძულდე. გადავეჩვიე უნამუსო ვიყო, უზრდელურ გამოხტომებს ადამიანებისგან. ენერგიის ასეტი ნეგატივის პირობაზე,ასეთი მუწუკებით

    ზადნიცაზე,რატომ გვიკვირს რომ ზადნიცის ზადნიცურად აქვს ქვეყანას საქმე? ღმერთო, მთელი გულით, ბედნიერებას გისურვებთ ყველას. პოზიტივი, ადამიანობა ყველასთვის სასარგებლოა.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური