საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 10:05

კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სოსო ოსურაულის ტყვეობის ფაქტს ადასტურებენგანცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს  კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს მხარის ინფორმაციით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს ხელისუფლებასთან. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ. 22 თებერვალს კი საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.

"კონგოში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ყოფილი სამხედროები არიან და დამოუკიდებლად იმყოფებიან კონგოში. ვითარება რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წაკითხულია 216 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური