საგრანტო ხელშეკრულება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 15:30

ავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კვანტალიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯეფ ჯაკომინმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, რაც მოხმარდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას 2017-2019 წლებში. კერძოდ, მოხდება სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.
კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც ბუნების კონსერვაციაში, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის უკვე მესამედ მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის მიერ გრანტის გამოყოფა, მანამდე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011 და 2014 წლებში.
ამჟამად, საერთო ჯამში, კავკასიის ბუნების ფონდი ათი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას აფინანსებს.

წაკითხულია 210 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური