34 355 გადამხდელს 1 445 264 423.00 ლარის საგადახადო დავალიანება ჩამოეწერა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 17:25

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -16.02.2017) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით,  გადასახადის 34 355  გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 445 264 423.00   ლარი,
მათ შორის: 
ა) ნაწილით - 33 798 გადამხდელს  1 442 251 436.00 ლარი, 
ბ) ნაწილით - 543  გადამხდელს 3 004 319.00 ლარი, 
გ) ნაწილით - 14 გადამხდელს 8 668.00 ლარი.
აღნიშნილი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი)). ცვლილების თანახმად,  309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;  
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი. 
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
(შენიშვნა: ამ ცვლილებადე, მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით, 02.06.2016 წლამდე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა   გადასახადის 18 941 გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარის ოდენობით, მათ შორის:  ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს  1 094 153 961.31 ლარი, ბ) ნაწილით - 918  გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.)

წაკითხულია 594 ჯერ

Related items

  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია - ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

    საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

    პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

    ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.

    სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

    ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური