ნოდარ კერესელიძე თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 14:31

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით განახორციელა. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCFTA-ის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას, ამასთან საქართველო მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც.
როგორც თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ასევე შესაძლებელია სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობის და მეცხოველეობის, კერძოდ ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. თურქუქლმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით აქვს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოდან თურქეთში ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტის საკითხები.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, თურქეთის საქონელწარმოების ასოციაციის და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაკითხულია 268 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური