ბასილაშვილი მემფისის ღია ტურნირის ფინალში დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:41

20 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს რეიტინგში 103-ე პოზიციაზე მყოფი მიხაილ კუკუშკინი 7:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. 29 წლის მიხაილმა ქართველს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა  ლიდერობა კარგი თამაშით დაამტკიცა და დამსახურებულად მოიპოვა გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება.

მემფისის ღია ტურნირის ფინალში რაიან ჰარისონმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:1, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის ტურნირი პირველად მოიგო.

განვლილ შეხვედრაში რაიანმა 9 ეისი მოაწოდა, ხოლო ბასილაშვილმა - 1. ქართველმა ორჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა და მეორე სეტში ზუსტად ამ კომპონენტის გამო დაბრეიკდა. ჰარისონმა განვლილ შეხვედრაში 12-ჯერ შეძლო საკუთარი მოწოდების გადარჩენა, ნიკოლზ ბასილაშვილმა კი - 7-დან 4-ჯერ.

საბოლოოდ ბასილაშვილის გამოსვლა მემფისში დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან ორი კვირის განმავლობაში ქართველი ჯერ სოფიას ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში, ახლა კი პროგრესი განიცადა და ფინალში იასპარეზა. ამ ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობით ნიკოლოზმა 150 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის შემდეგ დელრეი ბიჩზე  (Delray Beach) გადაინაცვლებს, სადაც ATP-ის კიდევ ერთ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ წრეში 24 წლის ჩოგბურთელი გამოცდილ გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდება. 38 წლის ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 1024-ე ადგილზე იმყოფება.

ტურნირის პირველი ნომერი კანადელი მილოშ რაონიჩია და მეორე ნომრად კი ივო კარლოვიჩია განთესილი.

წაკითხულია 412 ჯერ

Related items

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

    საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

    გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

    მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

    Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

    1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




  • ბასილაშვილი როლან გაროსის 1/16 ფინალში გავიდა

    საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშილმა სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. 
    ქართველმა ჩოგბურთელმა სერბ მეტოქეს სამ სეტში, 7:6, 7:6, 7:6 სძლია და 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 
    ბასილაშილის შემდეგი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.
    რაფაელ ნადალ პარერა  დაიბადა 3 ივნისს 1986 წელს მანაკორი (მალიორკა)
    ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელსაც 14 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული. მოგებული აქვს საფრანგეთის ღია ასპარეზი 10-ჯერ (2005-08 და 2010-14 წლებში), უიმბლდონი (2008, 2010), ავსტრალიისა (2009) და ამერიკის (2010, 2013) ღია პირველობები. ამჟამად, მსოფლიოს მე-4 ჩოგანია.

  • მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის.

    ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი  ნაკრები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს კორტით. ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობის ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები.  
    მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც  12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.

    ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.  

  • ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

    ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
    ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი ორ სეტში  6:4, 6:4 დაამარცხა და მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.
    ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ავსტრიელ დომენიკ თიმს შორის შეხვედრა, საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
    მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი  მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება
    მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

  • საქართველოს ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში

    საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა  ტალინში (ესტონეთი)

    ტურნირი 8 - 11 თებერვალს ჩატარდება

    საქართველოს ნაკრები იბრძვის ევრო/აფრიკული ზონის II ჯგუფში გადასასვლელად
    საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც დაიცავს  ჩვენი ქვეყნის ღირსებას
    სოფიო შაფათავა
    ეკატერინე გორგოძე
    მარიამ ბოლქვაძე
    ოკსანა კალაშნიკოვა
    (კაპიტანი) მარგალიტა  ჩახნაშვილი-რანცინგერი

    საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან  ავსტრიის და პოლონეთის ნაკრები
    ავსტრიის ნაკრები
    ბარბარა ჰაასი
    ტამირა პასზეკი
    ჯულია გრაბერი
    პია კონიგი
    (კაპიტანი) იურგენ ვებერი
    პოლონეთის ნაკრები
    მაგდა ლინეტტე
    კატარჟინა პიტერ
    პაულა კანია
    მაგდალენა ფრეჩ
    (კაპიტანი) კლაუდია იანს იგნაჩიკ
    ჯგუფი A
    პოლონეთი
    საქართველო
    ავსტრია
    ასევე ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას
    ჯგუფი B
    ხორვატია
    უნგრეთი
    ბოსნია/ჰერცოგოვინა
    ჯგუფი 
    დიდი ბრიტანეთი
    თურქეთი
    ლატვია
    პორტუგალია
    ჯგუფი D
    სერბეთი
    ისრაელი
    ბულგარეთი
    ესტონეთი

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური