საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 13 ივნისი 2015 12:55

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების წარმოების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს. 

საგარეო უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად,  "2015 წლის 10 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე დაიწყო ფართომასშტაბიანი წვრთნები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 1 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნების პროცესში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები "Застава", "Гранат", "Орлан" და "Леер", რომელთა საშუალებითაც ხორციელდება დაზვერვა და არტილერიის ცეცხლის კორექტირება. ამავდროულად წვრთნებში მონაწილეობენ Т-72БМ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2, თვითმავალი ჰაუბიცები "Акация" და "Гвоздика".

"რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას," - ნათქვამია განცხადებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას სათანადო შეფასება მისცეს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.

წაკითხულია 629 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური