თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში, ხვალ 18 საათზე დაკიხთხვაზეა დაბარებული.რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ჯერ კიდევ უცნობია დაიკითხება თუ არა ის მოსამართლის მონაწილეობით. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატები სასამართლოს პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. ადვოკატების განცხადებით გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, უმრავლესობის ლიდერები ჯრ კიდევ გუშინ ამტკიცებდნენ, რომ მღებრიშვილის უწყების ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის შინაარსიც საჯარო არ გამხდარა, გვარამიას ბრალეულობას ადასტურებდა.

წაკითხულია 229 ჯერ

Related items

  • ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

    ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. ყოფილი ხელმძღვანელები ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ისინი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

    გათავისუფლებული 11 დირექტორი  თანამდებობაზე აღდგენას მოითხოს.

     

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

    თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ. დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. (სსკ-ის 25,182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ)

    მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (სსკ-ის 194 მუხ. III ნაწ. „გ“ ქ/პ). გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. რიყის ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

    გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

    ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. ,,რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

    განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური