„კოლხიდა 2017“ დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 17:10

კრიზისის მართვაზე ორიენტირებული უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. „კოლხიდა 2017“-ის ხელმძღვანელებმა სწავლება  შეაჯამეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგი მიზნად ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავდა. სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე დაგეგმილი სწავლების მართვის ცენტრები სამ ლოკაციაზე იყო გაშლილი. სწავლების პროცესში კრიზისზე რეაგირების საკითხები მთავრობის წარმომადგენლებაც განიხილეს.

ქართულ-ამერიკული ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით  წარიმართა.  სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორია იყო გამოცხადებული. სცენარის მიხედვით,  მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები დაზიანდა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით უწყებებს კოორდინირებულად უნდა ემოქმედათ.

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების  (CMEP) უწყებათშორისი ხუთდღიან სწავლებაში - „კოლხიდა 2017“ სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიამ და  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ გაუწია ორგანიზება.  უშუალო მხარდაჭერა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ და საინჟინრო კორპუსმა უზრუნველყო.

წაკითხულია 719 ჯერ

Related items

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

  • ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

    აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.

    განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728

  • 23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

    იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

    გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

    23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

    გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

    გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

    2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

    ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

    გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

    • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
    • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
    • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

    იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

     

  • ​საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

    2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვება.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური