„ნიამორის" ტურნირი მედია-მეკლდეურობაში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 12 ივნისი 2015 15:42

14 ივნისს თბილისში „არენა 2"-ზე მეხუთედ გაიმართება ფესტივალი „ნიამორის" ტურნირი მედია-მეკლდეურობაში. 

ტრადიციულ შეჯიბრში საქართველოში აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპისთვის შეჯიბრში ასპარეზობის სურვილი გამოთქვეს რადიოების „ჯაკოს", „იმედისა" და „პირველი რადიოს", ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ტელე-იმედის", GDS-ის, „რუსთავი 2"-ის, newsday.ge -ს, STAR Vision-ისა და STAR FM-ის გუნდებმა. 

ტრადიციულად, მედია ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრი გაიმართება როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. გამარჯვებულებს და პრიზიორებს, ორგანიზატორების მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ფესტივალი „ნიამორის" ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი მედია ტურნირი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაურსა და მესტიაში. 

აღნიშნული ტურნირების მთავარი მიზანი ჟურნალისტებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის ტრადიციის შექმნა და კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციაა. 14 ივნისის შეჯიბრამდე, მედია-მეკლდეურთა ტურნირები სხვადსხვა სივრცეში ეწყობოდა. ამჯერად კი შეირჩა „არენა 2"-ზე გახსნილი ახალი საცოცი დარბაზი. 

ჟურნალისტების მომავალი ასპარეზობისთვის განკუთვნილი საცოცი კედელი საკუთარი ხარჯებითა და ინვესტიციით ცნობილმა მეკლდეურმა, საერთაშორისო კლასის ოსტატმა ალექსეი კოზლოვმა დაამონტაჟა. 12 მეტრი სიმაღლისა და 10 მეტრი სიგანის რთული ცოცვისთვის განკუთვნილ ხელოვნური კედელზე ჟურნალისტთა შეჯიბრისთვის სპეციალური ტრასები მოეწყობა, რომელთა სირთულეც შესაბამისად იქნება გათვალისწინებული მოყვარული მეკლდეურებისთვის. ტურნირის მთავარი მსაჯიც ამჯერად ალექს კოზლოვი იქნება. 

წაკითხულია 633 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური