დღეს კიდევ ერთი ემიგრანტის გული გაჩერდა - „მოგვეფერეთ შვილებო, გვითხარით ბევრი თბილი სიტყვა“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 23:43

„ეს ბოლო ზარი იყო, თავი შეუძლოდ იგრძნო, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს... ამბობენ, გული გაუჩერდაო“ - ვკითხულობთ ტკივილიან ინფორმაციას უცხოეთში გახიზნულ ქართველ დედაზე.

„არ ამბობდა, მაგრამ ხომ ვხედავდით როგორ უჭირდა ოჯახისგან სიშორე. არასდროს წუწუნებდა, მარტო ერთხელ თქვა ჩემი შვილები ნორმალურად არ მელაპარაკებიან და ფულის გაგზავნაზე უარი თუ ვუთხარი ყურმილს მითიშავენო..

არასდროს იტყოდა დავიღალეო, მაგრამ თვალები ქონდა ისეთი, არ ჭირდებოდა ამის თქმა. გუშინ საქართველოში თავის ოჯახს ბოლოჯერ დაურეკა, მისმა შვილმა თქვა ნამტირალები ხმა ჰქონდაო, რომ ვკითხე რა მოხდა მეთქი, მეტი აღარ შემიძლიაო მიპასუხა და ტელეფინი გაითიშაო. ეს ბოლო ზარი იყო, თავი შეუძლოდ იგრძნო, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს. ახლა მისი შვილი თავს იდანაშაულებს, რომ გადამერეკა და დავლაპარაკებოდი იქნებ ასე არ მომხდარიყოო.

ამბობენ გული გაუჩერდაო…მე მისმა სიკვდილმა ისე მატკინა, ისე ჩამწყვიტა რაღაც, რომ მივხვდი ჩემს გულს ფუნქცია ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, ჯერ კიდევ შემომრჩა გრძნობები, ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა რობოტი…

მოგვეფერეთ შვილებო, გვითხარით ბევრი თბილი სიტყვა, გვაჩვენეთ თქვენი სიყვარული, რომ არ გაჩერდეს ჩვენი გულები… თქვენზე ძვირფასი ხომ ჩვენ არავინ გაგვაჩნია!“

წყარო: newposts.ge

წაკითხულია 41439 ჯერ

Related items

  • შალვა პაპუაშვილი: გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო

    „გლობალური პანდემიის დროს, ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „წარმატებული ემიგრანტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

    პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და „დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია.

    შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია.

    „მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია.

    ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან.

    „საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს დიასპორასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რომელიც პარლამენტის ხიდია ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად ვგრძნობთ თითოეული დეპუტატი, მათ შორის, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ პარლამენტი ასე გაააქტიურა ამ სფეროში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • ცესკოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა გამოავლინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ ახლობლებს თხოვონ აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი, ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებულები.

    „ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად არის თუ არა ის საქართველოში. ამასთანავე მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს.  საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამდენად თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყანაში  დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან   საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს.

    ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის პარტიების წარმომადგენლები. ასევე პროცესის მიმდინარეობას აკვირდება სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ამდენად თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა ყველა მათგანის ჩართულობით არის უზრუნველყოფილი.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული  ინფორმაციის მიზანი შესაძლოა იყოს ემიგრანტების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

    მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი სტატუსთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ ჰაბის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 “- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

  • მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევენ

    საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას "ქართველების კარვების" ქუჩა შეარქვეს.

    ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ.

    „იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განაცხადა საქართველოს მოქალაქემ.

    ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ. მათ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რისი საფუძველიც არ აქვთ.

    „საცხოვრებელი სახლი საქართველოში არ გვაქვს, არც სამუშაო. ჩვენ ვითხოვთ მკურნალობას და დროებით გაჩერების უფლებას. აღარ იღებენ არავის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ და საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან უჭირს ხალხს საქართველოში ცხოვრება.

    წყარო: რუსთავი 2

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

    როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები  უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ - geoconsul.gov.ge.

    „რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებს - ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს  საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები შეიქმნება არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ასევე შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით მომართონ ცესკოს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე ან/და დაგვიკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე: +599 32 2 51 00 51“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

  • სასოწარკვეთილი ქართველი ემიგრანტის ისტორიის მოსმენის შემდეგ გერმანელმა მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალა

    სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ხათუნა გეგეჭკორი, ქართველი ემიგრანტის შესახებ წერს.

    "მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება - საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობი თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო :( მერე პაუზა, მოსამართლე აჯამებდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქვიელიაო....და ბოლოს თქვა - თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი...."- წერს გეგეჭკორი. 

    პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ მოსამართლემ ქართველი ემიგრანტი სასჯელისგან გაათავისუფლა. თუმცა, კანონის თანახმად მას გერმანიის დატოვება მოუწევს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური