"ლუდოვიკო XIV, მევიდა ჩვენი დრო?!" - ინტერნეტმომხმარებლების სახალისო გამოხმაურებები ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 23:39

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ისტორიულ გადაწყვეტილებას სახალისო პოსტებით ეხმაურებოდა:

ლევან ბერძენიშვილი
ევროპა ჩვენი სახლი იყო ყოველთვის. ახლა ამ სახლის გასაღებიც გვაქვს.

გურამ როგავა: 
დღესასწაულებზე თბილისი რომ დაიცლება, ვეღარ იტყვით, ჩამოთრეულები სოფლებში წავიდნენო. გილოცავთ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან! წარმატებები საქართველოს! 

ნიკა ქავთარაძე:
 
ლუდოვიკო XIV, მევიდა ჩვენი დრო?!

ნოე სულაბერიძე:
 ვიზალიბერალიზაციაზე ვინც წერთ, ყველას მინდა რო ,,ჭეშმარიტად" მიგიწეროთ 

კოტე მათითაშვილი: დღეს უნდა ავწიოთ ჭიქა წითელი ღვინით პირამდე სავსე და გზა, გრძელი გზა მიმავალი ცივილიზაციის ცენტრისაკენ ვადღეგრძელოთ!!!!!!!! მე ამას გავაკეთებ! Join Georgia! I am European ! 

ირაკლი გაფრინდაშვილი: აეროპორტში უნდა გავხსნა ქართველობის შემნახველი საკანი. წახვალ დაკიდებ, ჩამოხვალ. მოიხურებ

ზურაბ ჯაფარიძე: მთაში და სოფელში როგორ დავამაგროთ ხალხი კი არა, ქვეყანაში როგორ დავამაგროთ ხალხი - that is the question now 

გიორგი
მელაძე: #SHENGEN აცვალე!!!

ალექსი პეტრიაშვილი: გილოცავთ ყველას! ისტორიული გადაწყვეტილებაა!

მერაბ მეტრეველი:
 მთავარი ის კი არ არის ევროპაში უვიზოდ რომ წახვალთ, არამედ იქიდან რიტი დაბრუნდებთ...

დათო გორგილაძე: 
ცოტა ხანში იხილავთ ჩემს ასეთ სტატუსებს:
ვჯდები ტაქსიში და მძღოლი მეუბნება: "Il fait un gouvernement avec nous. l'écrou ne peut pas traiter les gens"

დაჩი სახლთუხუცესი: ქართულ-გერმანულ, ქართულ-ფრანგულ და ქართულ-ინგლისურ ლექსიკონებში "უკანა გააააააღეეეეე!!!" ჩაამატეთ?!

სანდრო ჯუფალაკიანი: შვილებს მარია და გაბრიელს დავარქმევ

ნინო სტურუა: მე იმას ვდარდობ, აღდგომა მოდის და ამ თბილისში მემგონი თბილისელებიც აღარ დარჩებიანთქო... კვერცხებია გადასაგორებელი, კვერცხებიიი

წაკითხულია 713 ჯერ

Related items

  • საზეიმო კონცერტი ევროპის მოედანზე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გალაკონცერტს „ევროპისკენ“ დაესწრო, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართა. 

    გალაკონცერტში მონაწილეობას სოლო შემსრულებლებთან ერთად, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი და სხვა მუსიკალური ჯგუფები იღებდნენ.

    კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

     

  • საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა უნდა მოხდეს,- ფედერიკა მოგერინი

    "ყველასთვის ნათელია რომ საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა," - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კოლეგებთან საუბარისას ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

     მოგერინის თქმით,  საქართველომ  კრიტერიუმები შეასრულა:

    "საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი მე დასაწყისშივე წამოვჭერი და ის მინისტრებმა განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ეს არის პრიორიტეტული ევროკავშირისთვის, რადგან საქართველომ შეასრულა კრიტერიუმები და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველი პრემიერმინისტრის სტუმრობას.

  • უნდა გავერთიანდეთ, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა,- დავით უსუფაშვილი

    "უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა," -  პარლამენტის თავმჯდომარე დავიტ უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროდასავლურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად. 

    „ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს.  ხომ არ სჯობდა უკეთესად აგვეხსნა მოსახლეობისთვის,  მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

     

     

  • იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება, - დავით ბაქრაძე

    "ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება,"- ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე  ლიბეს კომიტეტის მიერ  საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერას.

    მინისტრის თქმით,  ვიზალიბერალიზაცია არჩევნების პროცესზე არ იქნება მიბმული.

  • ლიბეს კომიტეტმა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

    ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.

    მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

    ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭის ყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური