ნინო წიკლაურმა მეექვსე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე
გერმანიის კურორტ ობერიოხში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები (ორი გიგანტური სლალომი) გაიმართა, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრი - ნინო წიკლაური ასპარეზობდა.
ნინომ პირველ დღეს მე-8 და მეორე დღეს მე-6 ადგილები დაიკავა. ორივე დღეს გერმანელმა მარენ ვისლერმა მოიგო. შეჯიბრებაში 7 ქყვეყნის 41 მოთხილამურე ასპარეზობდა.
Related items
-
ნინო წიკლაურის 46-ე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე
სანტ-მორიცში ქალთა სლალომი გაიმართა, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა. ნინომ პირველი ცდის კვალიფიკაცია გაიარა და საბოლოოდ 94 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა.
ნინო წიკლაურმა თქვა: „ტრასა ძალიან დახურული, თოვლი კი ძალიან გაყინული იყო, განსაკუთრებით მეორე ცდაში. საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ, 46-ე ადგილი ჩემთვის ცუდი არაა, მაგრამ სრიალით არ ვარ კმაყოფილი, ბევრი და დიდი შეცდომები დავუშვი. უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა".
შეჯიბრება ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დიდი უპირატესობით მოიგო, მან შვეიცარიელ ვენდი ჰოლდნერს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა +1.64 წმ. მოუგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი შვედი ფრიდა ჰანსდოთერი გახდა, მან გამარჯვებულთან +1.75 წმ. წააგო. მიკაელა შიფრინი მსოფლიო ჩემპიონი სლალომში მესამედ გახდა. -
იასონ აბრამაშვილი საუკეთესო ორმოც მოთხილამურეს შორისაა
ანტ-მორიცში ვაჟთა შორის სლალომი გაიმართა. იასონ აბრამაშვილმა 100 მონაწილეს შორის მე-40 ადგილი დაიკავა. იასონი პირველი ცდის შემდეგ 50-ე ადგილზე იყო, ორი ცდის ჯამში კი მან წინა ათ მონაწილეს მოუგო და საბოლოოდ მეორმოცე ადგილზე გავიდა.
შეჯიბრება ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიგო, მეორე ადგილზეც ავსტრიელი მანუელ ფელერი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი გახდა. მარსელ ჰირშერმა თავის კარიერის განმავლობაში მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბიზნეს ნიუსი

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ...

მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
PSP-სა და თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის...

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლი...