აჭარაში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 11:07

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს უმასპინძლა. კოლეგამ ტარიელ ხეჩიკაშვილს აჭარაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, საუბარი შეეხო პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას, აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო და შიდა ტურნირებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ასევე აჭარის სპორტის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" გავეცანით იმ პროექტებს, რომლის განხორცილებასაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აპირებს. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და შესაძლებელს გახდის არაერთი საერთასორისო ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობას. სასიხარულოა, რომ სპორტული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ცხადია, ჩვენ აჭარელ კოლეგებს გამოცდილებას გავუზიარებთ და ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ".

ინგა შამილიშვილი:" გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილთან. გავაცანით სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი. ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმეთ და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ კოორდინირებულად მუშაობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას, მასობრიობის გაზრდას უზრუნველყოფს. შევძლებთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას, ეს კი თავის მხრივ ტურიზმის განვითარებას დაეხმარება".

წაკითხულია 472 ჯერ

Related items

  • გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

    საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

    საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
    • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
      • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

    2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

    განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

    • სწავლის საფასური
    • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
    • ტრანსპორტი
    • სამედიცინო დაზღვევა
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
    • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
    • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

    გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

    პროგრამის ანგარიში

    სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

    სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

    სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

    ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

    ბრძანება/დებულება

    პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

    მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

    ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

     

  • აჭარაში ზღვაში შესვლა აკრძალულია - შსს საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი და შესაბამისი ზომები მიიღო. ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.

    წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

    სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.

  • აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. როგორც უწყებიდან "ნიუპოსტს" აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. 
    "შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)"- აცხადებენ შს სამნისტროში.

  • ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს„ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსს“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენელთათვის (შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, მხატვრები და სხვა)  საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად. 

    კონკურსის მიზანია: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა - ხელოვანთა საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი ზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნების წარმომადგენელთა შორის ადგილობრივი და საერთაშორისო  შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება/განვითარების ხელშეწყობა;

    სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს წელიწადში 8-ჯერ 2017 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე შემდეგი განრიგით:

    I ეტაპი: 1 -10 თებერვალი (09 საათიდან - 17 საათამდე)

    II ეტაპი: 1 -10 მარტი  (09 საათიდან - 17 საათამდე)

    III ეტაპი: 3 – 10 აპრილი (09 საათიდან - 17 საათამდე)

    IV ეტაპი: 1 - 10 მაისი   (09 საათიდან - 17 საათამდე)

    V ეტაპი: 1 – 12 ივნისი (09 საათიდან - 17 საათამდე)

    VI ეტაპი: 3 – 10 ივლისი   (09 საათიდან - 17 საათამდე)

    VII ეტაპი: 1 – 11 სექტემბერი  (09 საათიდან - 17 საათამდე)

    VIII ეტაპი: 2 – 10 ოქტომბერი (09 საათიდან - 17 საათამდე)

    განაცხადი   წარმოდგენილი   უნდა   იყოს   იმგვარად,   რომ   განაცხადების მიღების დასრულების თარიღიდან წარმოდგენილი მობილობის/ღონისძიების განხორციელების დაწყებამდე პერიოდი შეადგენდეს არანაკლებ 35 დღეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

    ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება  94 500 ლარით, კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი  თანხა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 500 ლარს.

     

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; 
    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამინისტროს კულტურის დეპარტამენტს.
    ელ-ფოსტა:JLIB_HTML_CLOAKING
    ტელ:422245382

  • აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

    შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.დ. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს. კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 5 აბი „სუბოქსონი“.

    ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური