„რესპუბლიკური პარტია“ საკონსტიტუციო კომისიას ორდონიანი თვითმმართველობის შექმნის შესახებ მიმართავს
გამოქვეყნებულია
საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 15:54
რესპუბლიკური პარტიის" შეთავაზება საკონსტიტუციო კომისიას - ინიციატივა ორდონიანი თვითმმართველობის შექმნას გულისხმობს. თამარ კორძაიას განაცხადებით, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა დეცენტრალიზაციის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს. პარტიაში რამდენიმე ცვლილებაზე საუბრობენ, მათ შორისაათბილისში არსებული 50- კაციანი საკრებულოს მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველ ორგანოდ გადაქცევის საკითხი, ხოლო, დედაქალაქის მასშტაბით, 25 პირველი დონის თვითმმართველობის ჩამოყალიბება. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.