საპატრიარქოს კუთვნილი სკვერი განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 13:47

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. სკვერის განახლების სურვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა. მაჟორიტარმა დეპუტატმა უწმინდესს ისეთი სივრცის მოწყობა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებენ და პერფორმანსებს წარმოადგენენ.

აღნიშნულის განსახორციელებლად, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.

გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვების ობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც. დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქ გაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპის პერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდ ქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამ სკვერის გახსნას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

წაკითხულია 449 ჯერ

Related items

  • საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკაშირებით მოკლული არასრულწლოვანი მამის გამოთქმულ პრეტენზიებს და ამ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქო აუცილებლად თვლის, რომ ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება მოხდეს, იმისთვის რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას:


    „ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.

    დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

    ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

    ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

    ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებულის წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

    ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალაური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

    ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.

    თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს.“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსთან მოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

    გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

    სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად, 4 000 კვადრატული მეტრის ფართზე, სარეკრეაციო სივრცე მოეწყო, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, მოეწყო დეკორატიული ფილები, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ლამპიონები.

    აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 262 ლარი გამოიყო. აღნიშნული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 517 კვადრატული მეტრის ფართზე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, რომელზეც ჯამში, 16 196 ლარი დაიხარჯა.

  • საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსზე მიცემულ ჩვენებას ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    როგორც საპარიაქოს ვებგვერდზე გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული, მასმედიით გასული რეპორტაჟი , მათ შორის შორენა თეთრუაშვილის მიერ დოკუმენტაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ხელმოწერის საკითხი პატრიარქთან შეთანხმებით ხდებოდა.

    ,,რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.

    ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.

    სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება, ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.

    საპატრიარქოსთან არსებული ,,მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს.

    იმავე გადაცემაში ამის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადს.

    ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.

    დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.

    ბოლოს კი დავძენთ: სასამართლო პროცესებიდან დაუდგენელი პიროვნების მიერ შერჩეული, ამოგლეჯილი მასალების მასმედიაში გასაჯაროება, თანაც მიცემული ჩვენებების ტენდენციური გაშუქება, ვფიქრობთ, უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, რაც ამა თუ იმ არხის არაობიექტურობაზე მეტყველებს და მათ დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენს.“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

    ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან მიმართებით, არსებულ დაპირისპირებაზე საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს: 
    "დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო.

    ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

    უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
    რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

    შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში

  • საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან
    საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული. კომენტარი სხდომის დაწყებამდე მედიასთან არ გაკეთებულა.საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, სხდომას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. იურისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზი გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ გამოვლენილ ახალ დეტალებს მიმოიხილავენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური