ჩუღურეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია იწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 27 იანვარი 2017 12:57

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ის მცხოვრებლებს შეხვდა და აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
წინამძღვრიშვილის . N1-ში სამოცდაათი ოჯახი ცხოვრობს. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მოსახლეობა შენობის მძიმე ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, მის რეკონსტრუქციას საკუთარი ძალებით ვერ ახდენს.
რიმა ბერაძის შუამდგომლობით თბილისის განვითარების ფონდმა წინამძღვრიშვილის N1 იმ შენობების სიაში შეიტანა, რომელთა რეკონსტრუქცია 2017 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს.
მაჟორიტარის განმარტებით, შენობის სრული რეაბილიტაცია საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
2017 წლის მანძილზე ჩუღურეთის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ რამდენიმე შენობის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

წაკითხულია 442 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური