კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 ივნისი 2015 13:16

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. ლიცეუმის მეოთხე გამოშვების კურსდამთავრებულებს  სასწავლებლის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა საჩუქრად წიგნები - „გენერლები საქართველოდან“ და „ჩვენი ფასეულობანი - საქართველოს ბუნება“ მიიღეს.  კადეტებს სასწავლო კურსის  დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსის გამოშვების ცერემონილი კადეტების მიერ წარმოდგენილი კონცერტით დასრულდა.

წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 84 კადეტმა დაამთავრა. მათი უმრავლესობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. კადეტი რადიონ ცხაკაია კი აშშ-ის საზღვაო აკადემიაში უკვე ჩაირიცხა და ახლო მომავალში აშშ-ში გაემგზავრება.

წაკითხულია 542 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური