ევროკავშირის პროექტი „კულტურა და კრეატიულობა“ წარმოადგენს კვლევას კულტურის გავლენის შესახებ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 18:07

სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე კულტურის გავლენის ინდიკატორების სისტემის პრეზენტაცია, რომელიც იუნესკოს მეთოდოლოგიითაა შემუშავებული, თბილისში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 30 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება.

კვლევა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ ფარგლებში ჩატარდა. კვლევის პრეზენტაციაზე თავი მოეყრება დაინტერესებული მხარეების გამოძახილებსა და კომენტარებს, რათა ანგარიში სასარგებლო მონაცემებითა და ანალიტიკური დასკვნებით შეივსოს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ წარმომადგენელი, კულტურული და კრეატიული სექტორების ექსპერტი რაგნარ სიილი.  კვლევის  მეთოდოლოგიაზე ისაუბრებენ იუნესკოს წარმომადგენლები: ნაიმა ბურგო (Naиma Bourgaut, საფრანგეთი) და საიმონ ელისი (Simon Ellis, კანადა). ხოლო მოხსენებას იმის შესახებ, თუ როგორ ტარდებოდა კვლევები საქართველოში, პროგრამის ნაციონალური წარმომადგენლები საქართველოდან ლევან ხეთაგური და იური მღებრიშვილი წარმოადგენენ.

ღონისძიებაზე მიწვეულები არიან კულტურული მენეჯერები, კულტურული ინსტიტუციების, კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში მომუშავე კერძო, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე პრესის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, ჩაიწერონ ინტერვიუები და კომენტარები პროექტის ძირითად  კოორდინატორებთან და კვლევის ექსპერტებთან.

გთხოვთ, დაადასტუროთ პრეზენტაციაში მონაწილეობა და გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას კულტურის განვითარების მაჩვენებლების მნიშვნელობას, რომლებიც გვანახებს, როგორ გავლენას ახდენს ის სხვა სფეროების განვითარებაზე — ეკონომიკის, განათლების, სოციალური მიმართულების, ეკოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და სხვათა ჩათვლით.  სწორედ ეს მაჩვენებლები იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეიტანა კულტურულმა და შემოქმედებითმა სექტორმა მთლიან შიდა პროდუქტში, რამდენი ადამიანია დასაქმებული, რა დონეა ქვეყანაში ამ მხრივ და აგრეთვე კომპანიების რაოდენობაზე.

კვლევა, რომელიც იუნესკოს მეთოდოლოგიით ტარდება, უკვე 17 ქვეყანაშია დანერგილი.

ინდიკატორთასისტემის მიზანია, შეიტანოს კულტურის საკითხი განვითარების ეროვნულ და საერთაშორისო სტრატეგიებში, წარმოაჩინოს კულტურის, როგორც მამოძრავებელი ძალის როლი, რომელიც აჩენს შესაძლებლობებს სოციალური, ეკონომიკური და მდგრადი განვითარებისათვის.  

ცნობა: ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს კულტურულ და კრეატიულ სექტორებს და გაზარდოს მათი წვლილი აზერბაიჯანის, ბელარუსის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პროგრამა მიმართულია პრაქტიკული კვლევების ჩატარების, სტრატეგიებისა და რეფორმების შემუშავებაში წვლილის შეტანის, კულტურული სექტორის მოდერნიზაციისთვის ტრენინგების ჩატარების, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისთვის შესაძლებლობების შექმნისა და აგრეთვე კულტურის როლის გაცნობიერების ამაღლებისკენ.

ვებგვერდი: http://www.culturepartnership.eu/

წაკითხულია 841 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

  • ევროკავშირის რეაქცია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე

    21 ივნისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ს საელჩომ თბილისში შემდეგი განცხადება გააკეთეს ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე:
    „ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოს პარლამენტთან თბილისში ამ საღამოს“, ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს გრძნობს უამრავი ადამიანი“.
    „მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, აღნიშნულია განცხადებაში დასკვნის სახით.

  • შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

    18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

    2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

    შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

    ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

  • რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი "კაზაკები" უკრაინული ეროვნების გასაგებად?

    რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კაზაკები უკრაინული ეროვნების გასაგებად?

    უკრაინელი კაზაკი უკრაინისთვის ეთნიკური სიმბოლო გახდა, ისეთივე, როგორიც არის „რაინდი“ დასავლეთ ევროპითვის, ან „სამურაი“ იაპონიისთვის. სინამდვილეში უკრაინელების მცირე ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ ცნობილ სოციალურ ჯგუფს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე, ისევე როგორც უკრაინელების ფსიქოლოგიაზეც. თუკი თქვენ იცით კაზაკების ისტორია, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ უკრაინელები, რომლებიც ერთი შეხვედით მშვიდები არიან, ყოველთვის ახერხებენ, რომ პროტესტის მიზნით გამოვიდნენ ქუჩაში და გახდნენ დაუმორჩილებელი მებრძოლები.

    „ზაპოროჟიეს სეჩი“: დიდების დასაწყისი

    ისტორიული ცნობები ადასტურებენ, რომ უკრაინელი კაზაკები სხვადასხვა ნაციონალური და სოციალური ჯგუფებისგან წარმოიშვნენ. მათი წინაპრები უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, და თათრეთის მიწებიდან მოვიდნენ. მათი მიგრაცია სამხრეთის სტეპამდე გაგრძელდა.

    პირველი ცნობები კაზაკების შესახებ მე-15 საუკუნეში გამოჩნდა და მომდევნო 100 წლის განმავლობაში მათი სახელი ევროპამდე გახდა ცნობილი. მათი თავდასხმები შიშს გვრიდა თურქებს, ხოლო პოლონელები მათი მხარდაჭერით აზანზარებდნენ მოსკოვის სამეფოს.

    მე-16 საუკუნის დასაწყისიდან ევროპელი მმართველები, კაზაკებს უკვე  თავიანთ მოკავშირეებად თვლიან ოსმალეთის იმპერიის წინაარმდეგ ომში. 1621 წელს ლიტვა-პოლონეთის ჯარები ერთობლივი ძალებით ობრძოდნენ ხოტინში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. კაზაკთა ჯარი გეტმანის პეტრე საგაიდაჩნოვის მეთაურობით შეუერთდნენ ამ პოლონეთ-ლიტვის ჯარებს და ერთობლივათ შეაჩერეს ოსმალეთის არმია.

    ამის შემდეგ ზაპოროჟიელმა კაზაკებმა დაიწყეს სოციალური მოთხოვნების წამოყენება რეჩ-პოსპოლიტას წინააღმდეგ. პოლონელების რეაქციამ არ დააკმაყოფილა ისინი და მათ წამოიწყეს აჯანყება გეტმან ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით. ეს აჯანყება  კაზაკური ავტონომის შექმნით დასრულდა.

    უკრაინელმა კაზაკებმა დამოუკიდებლობა 1649 წელს მოიპოვეს. ამ წელს, ზბოროვის ხელშეკრულების შედეგად პოლონეთის სახელმწიფოსა და ბოგდან ხმელნიცკს შორის, კაზაკებმა მიიღეს ავტონომია კიევის, ჩერნოგოვის და ბრაცლავის სამთავრობოების შემადგენლობაში, მდინარე სლუჩის აღმოსავლეთ ნაწილში.

    ზუსტად კაზაკებმა შემოიღეს და გაავრცელეს დასახელება ,,უკრაინა’’ თავისი მიწებისთვის. ეს ტერმინი მანამდე არ გამოიყენებოდა არასოდეს.

    ზაპოროჟიელი კაზაკები: წესრიგი და დემოკრატია

    ისტორიკოსები ზაპოროჟიელ კაზაკებს თვლიან პირველ ნამდვილ უკრაინულ საზოგადოებად. და როგორც ,,კვაზი სახელმწიფო’’ ისინი იბრძოდნენ არსებობისათვის და მტრისგან თავდაცვისთვის. კაზაკურმა არმიამ შექმნა უნიკალური სახელმწიფო - ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა სხვა სახელმწიფოების ანალოგიური სტრუქტურებისგან. ისინი ღებულობდნენ უცხოელ ელჩებს და ხელს აწერდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. თუმცა, კაზაკების ტიტულს არ ჰქონდა არანაირი წონა  უცხოური ელიტის თვალში.

    ზაპოროჟიული სეჩის კანონები სიმკაცრით გამოირჩეოდა. მკვლელობისთვის და ქურდობისთვის კაზაკები ცოცხლად მარხავდნენ მკვლელს მოკლულთან ერთად. ან ჯოხებით სცემდნენ მკვლელს და სიკვდილის პირას მიყავდათ იგი. ასეთ ქმედებას არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური, თუმცა ეს ეხმარებოდა იმაში, რომ დამყარებულიყო იდეალური დისციპლინა.

    ლეგენდები: დახასიათებები და არაბუნებრივი ძალების დახმარება

    ლეგენდების თანახმად კაზაკებს შორის ხვდებოდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც იწოდებოდნენ ,,ხარაკწერნიკებად’’. ბევრს სჯეროდა რომ ისინი წარმოშობით  ჯადოქრებისაგან იყვნენ და მათ საიდუმლო ცოდნა გააჩნდათ. ასევე შეეძლოთ მომავლის განჭვრეტა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ კიევის რუსეთში ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, ჯადოქრებს სდევნიდნენ სტეპებში სადაც მოგვიანებით შეიქმნა ზაპოროჟიული სეჩი. სწორედ იქ ავარჯიშებდნენ ეს ,,ხარაკწერნიკები’’ მებრძოლებს სამხედრო ხელოვნებაში, რიტუალებსა და ადათ- წესებში.

    ითვლებოდა რომ ,,ხარაკწერნიკები’’ ცეცხლში არ იწვოდნენ და წყალში არ იხრჩობოდნენ . თითქოს ისინი ასევე ლაპარაკობდნენ თორმეტ ენაზე, შეეძლოთ სხვადასხვა ცხოველად გადაქცევა, წყალზე გავლა და წყალში სუნთქვა. მოთხრობების თანახმად, ისინი ცხოვრობდნენ ხანგძლივად, გააჩნდათ არაბუნებრივი ძალა და მათი მოკვლა მხოლოდ ვერცხლის ტყვიით შეიძლებოდა.

    თანამედროვე კაზაკები: ექსკურსიები უკრაინის ტერიტორიაზე

    ჩვენს ეპოქაში კუნძული ხორტიცა, სადაც დაარსდა ზაპოროჟიული სეჩი არის უდიდესი კუნძული მდინარე დნეპრზე, მისი სიგრძე 12.5 კილომეტრია. იგი შესულია უკრაინის ,,შვიდ საოცრებათა სიაში’’. კუნძული ინტეგრირებულია ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაში.

    კუნძულ ხორტიცაზე განთავსებულია  ზაპოროჟიელი კაზაკების ისტორიული მუზეუმი. აქვე შექმნილია ზაპოროჟიული სეჩის კულტურული კომპლექსი. იგი წარომადგენს კაზაკების დედაქალაქის საერთო სახეს და მისი მთავარი შენობებია: ეკლესია, კანცელარია, სკოლა და სამხედრო ბანაკი.

    კიევში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ კაზაკების ყოველდღიური ცხოვრება ღია ცის ქვეშ მუზეუმში, რომლის სახელწოდებაა ,,მამაევა სლობოდა’’. ეს მუზეუმი მდებარეობს ხრეშატიკიდან შვიდ კილომეტრში და მისი თემატური ექსპოზიციები გადაჭიმულია ცხრა ჰექტარზე. ეს ექსპოზიცია წარმოადგენს ისტორიული ცხოვრების სრულ ასლს და აჩვენებს უკრაინის არქიტექტურას და უკრაინელთა ცხოვრების წესს. მუზეუმი დამთვალიერებლებს სთავაზობს ექსკურსიებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე. საიტზე ,,ტრიპადვიზორ’’ («Tripadvisor») შეგიძლიათ დაჯავშნოთ კერძო ტურები, რომლის ღირებულებაც 35 დოლარს შეადგენს.

    უქმეების გატარება ასევე შესაძლებელია კაზაკების სოფელში „მარინოვკა“, რომელიც ოდესიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ თქვენ შემოგთავაზებენ 6 საათიან ტურს რომლის ფარგლებშიც ტურისტები გაეცნობიან უკრაინელთა ცხოვრების წესს და დატკბებიან ლამაზი გარემოს პეიზაჟით. გარდა ამისა, ტურისტები გაიგებენ ბევრ საინტერესოს კაზაკების ტრადიციების შესახებ, ასევე დააგემოვნებენ უკრაინულ კერძებს და ასეთი ტურის ღირებულება 60 დოლარს შეადგენ.

    კიდევ ერთი უნიკალური ტურის სახელწოდებაა ,,კაზაკების ნაკვალევზე’’. ეს არის საკულტო მოგზაურობა ბუქარესტიდან კიევში და ზაპოროჟიეში გემით, რომლის სახელწოდებაა ,,პრინცესა დნეპრი’’. მარშრუტი გადის მდინარე დნეპრზე უკრაინაში და დუნაიზე რუმინეთში. ეს ტური იწყება 2019 წლის სექტემბერში და მისი ღირებულება შეადგენს 1795 ფუნტ სტერლინგს ერთ მგზავრზე (11 ღამე).

    უკრაინელი კაზაკები ევროპულ მემკვიდრეობაში

    კაზაკების ისტორია, ისევე როგორც უკრაინელების მთელი ისტორია, წარმოადგენს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

    კაზაკური სიმღერები შესულია იუნსეკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელიც საჭიროებს შესაბამის დაცვას. (включены в список ЮНЕСКО).

    არსებობს ასევე მონაცემთა ბაზა მე-8 საუკუნის ესპანური გაზეთების, რომელშიც მოხსენიებულია უკრაინა და კაზაკები, ასევე სამხედრო კამპანიებით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს ფაქტები შეაგროვა უკრაინელმა მკვლევარმა, ალექსანდრე სკრომნიცკიმ. დღეისათვის შეგროვებულია  135 გაზეთი, რომელშიც მოიხსენიება ინფორმაციები ვარშავიდან, ლვოვიდან, ვენიდან და სტამბულიდან. ამჟამად, მონაცემთა ბაზაში ინახება გაზეთები 1698 წლის ჩათვლით, თუმცა ავტორი აპირებს შეავსოს ეს მონაცემთა ბაზა 1700 წლის ჩათვლით.

    აღნიშნულ მონაცემთა ბაზას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - тут.

    უკრაინელი კაზაკები, როგორც თანამედროვე სექს-სიმბოლოები

    უკრაინელი კაზაკები დღემდე პოპულარულები არიან თანამედროვე მედიაში, როგორც ძლიერი, უშიშარი და სექსუალური მამაკაცების მაგალითი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდები ცდილობენ დაემსგავსონ მათ: ,,კაზაკური’’ ვარცხნილობა ითვლება მოდურ და თანამედროვე სტილად. დიდები და ბავშვები ცდილობენ დაეუფლონ კაზაკების სამხედრო ხელოვნებას, რომელიც წარმოადგენს უკრაინულ თანამედროვე ჭიდაობას და კაზაკების სამხედრო ცეკვებს.

    დღევანდელი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დონბასში იბრძვიან, ხშირად მიმართავენ კაზაკურ ვარცხნილობას, რათა დაემსგავსონ შუა საუკუნეების მებრძოლებს.

    ბოლოს და ბოლოს რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ძველ ხანაში გადიოდა საზღვარი კაზაკთა მიწებსა და ტრიალ მინდვრებს შორის.

    რუსი კაზაკები

    თუკი გუგლის საძიებო სისტემაში აკრიფავთ ინგლისურ სიტყვას ,,Cossacks’’ (კაზაკები), საძიებო სისტემა მოგიძებნით ახალ ამბებს დაკავშირებულს უკრაინასთან და რუსეთთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ რუსეთში იყვნენ კაზაკები დონზე, ყუბანში, იაიკეში, ციმბირში და თერგში.

    დღეისათვის არსებობს რუსეთის ფედერაციის კაზაკთა რეესტრი - კაზაკური სამხედრო ფორმირება, რომელიც შექმნილია ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ისინი გახდნენ ცნობილები სეპარატიზმის მხარდაჭერით დონბასზე და საჯაროთ ოპოზიციური პოლიტიკოსების ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებით რუსეთში.

    რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, კაზაკურ რაზმებს შეუძლიათ დახმარების გაწევა პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით. მაგალითად: ეს ნაციონალური სამხედრო ფორმირებები ასრულებდნენ ოფიციალურ ფუნქციას რუსეთში  ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. 2018 წლის 12 მაისს კრემლმა გააგზავნა რუსი კაზაკები მოსკოვში საპროტესტო მანიფესტაციების ჩასახშობად.

    ამგვარად, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უკრაინის და ევროპის ისტორია უკრაინელი კაზაკების გარეშე. ისინი ყოველთვის იყვნენ თავისუფალი მეომრები ევროპის საზღვარზე; და მათი მიწა წარმოადგენდა გზაჯვარედინს, სადაც ევროპა უერთდებოდა მუსულმანებსა და მოსკოვიტებს.

    აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld»

    https://ukraineworld.org/articles/ukraine-explained/why-are-cossacks-key-understanding-ukrainian-nation?fbclid=IwAR1x0fooS-2VDUMTMFxDpZdOpXdqZaQVNmSHfsvuvj973FU6Y8ZnNhaM7NM

    ავტორი: ტატიანა მატიჩაკი

     

  • საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

    ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
    ,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
    ,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
    მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
    ,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური