სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დაიწყება
თბილისი უეფას სუპერთასს მასპინძლობს. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 წუთიდან.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საჯარო გაყიდვაში გავა საიტ www.biletebi.ge -ს მეშვეობით.
ბილეთის ფასი: 15, 30 და 70 ლარი იქნება.
საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთით სარგებლობა შესაძლებელია იმავე პრინციპით, როგორც ზოგადად, ამ საიტით სხვა შემთხვევაში სარგებლობისას - ამობეჭდილი ბილეთის წარდგენით (ბარკოდის დანათებით).
ბილეთების გაყიდვა კორპორატიული წესით არ მოხდება.
UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დაიწყება.