ნულოვანი ტოლერანტობა ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ - ევროპარლამენტი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 12 ივნისი 2015 10:51

ევროპარლამენტის წევრებმა რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფეხბურთში კორუფციისადმი აუცილებელია ნულოვანი ტოლერანტობა.

ფიფაში კორუფციასთან დაკავშირებულმა აგორებულმა სკანდალმა მსოფლიო ფეხბურთისადმი ნდობა შეარყია. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა სიღმისეული სტრუქტურული რეფორმების ჩატარება საჭიროდ ჩათვალა.

ევროპული პარლამენტის წევრები მიესალმებიან  ბლატერის გადადგომას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან და ფედერაციას მოუწოდებს ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა აირჩიოს.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას, თუ დადასტურდა, რომ მისი მასპინძლობის უფლება რუსეთმა უკანონოდ მოიპოვა. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში ასევე მოუწოდებს ფიფას მოქმედ პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.

ევროპარლამენტის რეზოლუციას უკვე მოყვა გამოხმაურება ფიფას მხრიდან. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლატერი თანამდებობის დატოვებს წლის ბოლოს, ფიფას საგანგებო კონგრესის შემდეგ, რომელზეც არჩეული იქნება მისი შემცვლელი. კონგრესის გამართვის თარიღი 20 ივლისს გაირკვევა.

ამჟამად შვეიცარიელი და ამერიკელი სამართალდამცველები იძიებენ საქმეს ფიფას მაღალჩინოსნების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ. დაკავებულია ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი.

წაკითხულია 693 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური