გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 14:52

კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის "Vestas Wind Systems"-ის (Vestas) აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს რუნევადმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, აქვს განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი. მისივე თქმით, საქართველოში უკვე ამოქმედდა 20.7 მეგავატის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი 1". 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე „ჭკვიანი" ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

დანიური კომპანია Vestas Wind Systems-ი, რომელიც 1898 წელს დაარსდა, მსოფლიოში ქარის გენერატორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია ასევე აწარმოებს ქარის ტურბინების პროექტირებას, მონტაჟსა და მათ მომსახურებას. დღესდღეობით Vestas Wind Systems-ის ქარის გენერატორები განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში.

წაკითხულია 476 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი უენდი მორტონს შეხვდა

    15 თებერვალს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2021 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც  ახალ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

    მხარეების მიერ ასევე აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე.

    ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებას და აღნიშნულ თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას.

    დავით ზალკალიანისა და უენდი მორტონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბრიტანულ მხარეს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

    შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პ არლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან,  საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

     

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან

    2021 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძესა და კორეის რესპუბლიკის ელჩს - ბატონ დაესუ ჩუნგს შორის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

    შეხვედრა კონტროუქციულ დიალოგში წარიმართა, მხარეებმა განიხილეს COVID-19 ვაქცინაციის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და მონოკლონურ მედიკამენტების წარმოებისა და საქართველოსთვის მათ მიღების შესაძლებლობის საკითხები.

    კორეის ელჩმა ბატონმა დაესუ ჩუნგმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა, კორეის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის პროცესში.

     

  • ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  იგორ  დოლგოვს შეხვდა.

     შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო დადგენილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები.

     დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს. 

     ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და  მათი დაკვირვება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს შეხვდა

    ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ირინა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.

    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

    ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

    საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური