საჰაერო თავდაცვის სისტემა და ხიდაშელის ხელმოწერა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 ივნისი 2015 13:47

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპულ ტურნეს იწყებს. თინა ხიდაშელი თავდაპირველად შვეიცარიას ეწვევა, სადაც საერთაშორისო ფორუმს დაესწრება. დაგეგმილია შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან.შვეიცარიიდან თავდაცვის მინისტრი ავტრიაში გაემგზავრება. თინა ხიდაშელი ვენაში თავის კოლეგას შეხვდება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.ევროპული ტურნეს ფარგლებში თინა ხიდაშელი საფრანგეთსაც ეწვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარიზში ფრანგ კოლეგას შეხვდება და ასევე მოლაპარაკებებს გამართავს საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით.  ფრანგულ მხარესთან მემორანდუმის ხელმოწერა ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ჩაიშალა, თუმცა ახალმა მინისტრმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს საჰაერო თავდაცვითი იარაღისა და სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტს ხელს სავარუდოდ თვის ბოლოს მოაწერდა.თავდაცვის მინისტრი ევროპულ ტურნეს 17 ივნისს დაასრულებს. 

წაკითხულია 527 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური