ქართველი სნოუბორდისტები წარმატებით ასპარეზობენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 14:17

საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრები - რევაზ ნაზღაიძე და ჯაბა სხვედიანი სიერა ნევადას (ესპანეთი) მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მანამდე კი რევაზი და ჯაბა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ.

დეკემბერში თურქეთში (ერზრუმი/პალანდუკენი) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ორი გიგანტური სლალომი ჩატარდა და რევაზმა ორივეჯერ მე-4 ადგილები დაიკავა.

7-8 იანვარს ჩეხეთის კურორტ დოლნი მოროვაში სნოუბორდის შეჯიბრება ჩატარდა, პარალელურ გიგანტურ სლალომში რევაზ ნაზღაიძემ მეორე ადგილი დაიკავა, მეორე დღეს კი იგი პარალელურ სლალომში მეხუთე ადგილზე გავიდა. შეჯიბრებაში ათი ქვეყნის 60 სნოუბორდისტი მონაწილეობდა.

ამ წარმეტებებით რევაზმა სათანადო ქულები დააგროვა, რომ უფრო მაღალრეიტინგიან შეჯიბრებებში იასპარეზოს. ასევე სიერა ნევადას (ესპანეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელი ლიცენზია მოიპოვა. 

19-20 იანვარს თურქეთის კურორტ ერზრუმი/პალანდუკენში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით შეჯიბრებები (პარალელური გიგანტური სლალომი) გაიმართება, სადაც რევაზ ნაზღაიძე იასპარეზებს. იანვრის ბოლოს და თებერვალში კი რევაზი ასპარეზობას გეგმავს მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე, სადაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება.

21 წლის ჯაბა სხვედიანი კი საერთაშორისო შეჯიბრებებში წელს პირველად ასპარზეობს. მან სერბეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში (ბიგ ეირი და სლოუფსტაილი) იასპარეზა და ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავა, ამ წარმატებით ჯაბამ სიერა ნევადას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელი ლიცენზია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბიგ ეირი და სლოუფსტაილი ყველაზე ექტრემალური სახეობებია.

ვულოცავთ ქართველ სნოუბორდისტებს წარმატებას და ვუსურვებთ დასახული მიზნების მიღწევას!

წაკითხულია 355 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური