მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 იანვარი 2017 16:06

 

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო. 

სამუშაო ჯგუფის წევრთა შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი შევა. ესენი არიან გოგა ჩართოლანი, დოდო შონავა და რევაზ ჭიჭინაძე. 

მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი კანონის 30-ე მუხლის ცვლილებას ითხოვდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. 

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა აზრით, ბორდი საზოგადოებრივი მაუწყებლის მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს, არსებული კანონმდებლობით კი, მას მენეჯერის ფუნქციები აქვს, რის გამოც ხშირად დირექტორისა და საბჭოს უფლებამოსილებები იკვეთება. 

წაკითხულია 213 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური