ავიაციის სააგენტომ ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორ კომპანიას მიანიჭა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 იანვარი 2017 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე და კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama- ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა დასნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლშიგადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2016 წლის 29 დეკემბერს გაიცა.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ფრენებს გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH. ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა კომპანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღო. შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოსსათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურადკომფორტული გარემოს შექმნას.

წაკითხულია 377 ჯერ

Related items

  • ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ავიაცია ერთვება

    ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მოიმატა დაკვამლიანებამ, რაც სავარაუდოდ ცეცხლის წისვოვან ხეებზე გადასვლამ გამოიწვია.

    საგანგებო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივები არიან ჩართულები. არსებული ინფორმაციით, ხანძრის რამდენიმე კერა არსებობს. მიუვალი გზის გამო, მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სტიქიის მასშტაბი.

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის თქმით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ავიაცია ჩაერთვება.

  • TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

    ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი- თეირანის მიმართულებით გაზრდის.

    TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს. გაზრდილი ფრენები 7 მაისიდან 22 სექტემბრამდე, ყოველდღე, შაბათის გარდა, Airbus A310, Boeing B737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 3 მაისს მიანიჭა.

  • „აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
    აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით  კვირაში  8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაამატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა. დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.
  • სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო

    სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო, ფრენის გადადების მიზეზი  უამინდობა გახდა. 

    თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ მგზავრები, რომლებსაც ფრენა სტამბოლის გავლით აქვთ.  ავიაკომპანიამ მგზავრები, რეისის გადადების გამო, სასტუმროში დააბინავა. 

  • სტამბოლის აეროპორტებში 600-ზე მეტი რეისი გადაიდო

    სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში 600-ზე მეტი რეისი გადაიდო. ფრენის შეფერხების მიზეზი  დიდთოვლობა და ქარბუქია. 6 ათასამდე მგზავრი ამ დრომდე ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური