სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:06

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალბანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ, აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. 

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს. 

წაკითხულია 567 ჯერ

Related items

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ორივე მოადგილემ და მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობები დატოვეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

    თანამდებობა დატოვა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ორივე მოადგილემ. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამაც. 

    8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 

  • ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული თანხა გეგმურ მაჩვენებელს აღემატება

    სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს. დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით.

    ინფორმაციას ამის შესახებ,  ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

     

  • ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე აზიის განვითარების ბანკმა 98,7 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხა

    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

    როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

    საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს ხელი მოეწერა.

  • ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის

    ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო.

    ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა გახსნეს.

    სწავლების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

    პროექტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

    ტრენინგები კომპლექსური ხასიათისაა და ითვალისწინებს რამდენიმე თემის შესწავლას. ძირითადი საკითხებია:
    ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საბიუჯეტო ორგანიზაციებში
    ბიუჯეტის შემოსულობების მართვა
    საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია
    გადახდების პროცედურები

    ტრენინგებს გაუძღვებიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში დაგეგმილია 300-მდე სპეციალისტის გადამზადება.

  • საქართველო 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს

    საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იან ვაპავუორიმ, ხელს მოაწერეს სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, საქართველო, ჯამში, 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

    ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, მთავრობის წევრები და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები.

    ხელშეკრულებები ითვალისწინებს საქართველოსთვის ისეთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა საავტომობილო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარება.

     „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო 250 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს. პროექტით განხორციელდება საქართველოს რეგიონებში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტები, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის უბისა-შორაპანისა და გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთები.

     „საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის“ ხელშეკრულება 100 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მიღებას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და სხვა) დაფინანსებას მოხმარდება.

     „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 100 მლნ. ევროს ოდენობის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით.

    აღნიშნული ფინანსური რესურსით განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობენ ქვეყნის როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებას, ისე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში არსებული მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

    მნიშვნელოვანია ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიმართულებით, რაც წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური