თურქეთში პრესის თავისუფლების შავი წელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 18:45

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული 2 წლის შემდეგ კვლავ თურქეთია. თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედია საშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს.″ ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი″-ს (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, ″თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.″
საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.
15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.
ამ პერიოდში დაახლოებით 2 ათას 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ 5 თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BCn%C3%BCn-kara-y%C4%B1l%C4%B1/a-36913987

წაკითხულია 900 ჯერ

Related items

  • თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის თაობაზე თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

    ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა. 
    ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა.

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 
    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

  • "ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას" - თეიმურაზ ლეჟავა

    ქართველმა დიპლომატმა იაპონური მედია აალაპარაკა.

    "როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები"- წერს იაპონური ინგლისურენოვანი გაზეთი "ჯაპან თაიმსი" (The Japan Times) და იაპონიაში საქართველოს ელჩზე - თეიმურაზ ლეჟავაზე საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, ქართველ დიპლომატს საოცრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი - ერთ-ერთ ჰიროსიმელ-იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან...

    საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა "ამომავალი მზის ქვეყანაში" დიდი პოპულარობით სარგებლობს, "ტვიტერში" მას 40 ათასი იაპონელი ხელმომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ-კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ. "ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. 2019 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს "ტვიტერში" საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი იმისა, თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს... 

    იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. შქმერული Family Mart-ის ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, აქტიურად არის ჩართული ქართული კერძებისა და სასმელის პოპულარიზებაში იაპონიაში და მისი ძალისხმევით მოხერხდა სწორედ, ასეთი პოპულარული და მასშტაბური საცალო მოვაჭრის დაინტერესება ქართული კერძით . როგორც იაპონიაში ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენის და მოვლენას ისტორიულს უწოდებენ.

    „ძალიან მოეწონათ ნივრით გაჯერებული ქართული კერძი. შქმერული სპეციალური სადგამით ცხელ-ცხელი მიაქვთ შემკვეთთან. მასთან ერთად მენიუში შედის ბრინჯი, სალათა და პატარა მათლაფით მისოშირო - ზღვის პროდუქტების წვნიანი. ჟურნალისტებსაც ეშლებათ.ერთგან წერდნენ, არ აგერიოთ, რამდენიმე სტატიაში ამ კერძს "შუკუმერუკური" უწოდეს, ეტყობა, მერკურით იმახსოვრებენ,­ სინამდვილეში კი "შუკუმერური" ჰქვიაო”, - აღნიშნავს ქართველი დიპლომატი.

    ასევე შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო, მან ცოტა ხნის წინ, სწორედ დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვისა და იაპონიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შედეგად მიიღო.

    32 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით "ჰიროსიმანსს" (ანუ "ჰიროსიმელს") უწოდებს, პირველად იაპონიაში 1992 წელს - საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა, მშობლებთან ერთად, და ოთხი წელი ჰიროსიმას პრეფექტურაში გაატარა (მთლიანობაში კი, იაპონიაში 20 წლის განმავლობაშია, ცხოვრობს). თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს. ახლა, როცა იმ ტრაგედიიდან 76 წელი შესრულდება, თეიმურაზ ლეჟავა ჰიროსიმაში ჩასვლას გეგმავს...

    ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. "მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებდა, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული", - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.

    საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ ლეჟავამ, თბილისის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისევ იაპონიას მიაშურა და სწავლა ჰიროსიმას უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით იგი იბარაკის პრეფექტურაში, ქალაქ ცუკუბაში გადავიდა, შემდეგ კი აშშ-ის ოაჰაიოს შტატში. მერე დაბრუნდა ტოკიოში, მუშაობდა კვების პროდუქტების იაპონურ კომპანიაში... 2015 წელს კი იგი საქართველოში გაემგზავრა. სწორედ თბილისში წასვლის წინ მოინახულა მან ტეცუზი კატოდანი, რომელიც მას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შესახებ მოუყვა: იმ დღეს იგი, ჰიროსიმის სკოლის მოსწავლე, სამობილიზაციო კანონის შესაბამისად, მორიგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეცუზი მორიგეობიდან გათავისუფლდა და სახლში დარჩა. როცა ატომური ბომბი აფეთქდა, სკოლა მის ეპიცენტრში მოექცა. ჰიროსიმის მცხოვრებლებთან ერთად, ტეცუზის სკოლის 369 მოსწავლეც დაიღუპა. დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ტეცუზიმ თავისი სკოლის ნანგრევები მოინახულა და ეს საშინელება სამუდამოდ დარჩა მის მახსოვრობაში... თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. "ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას", - ამბობს თეიმურაზ ლეჟავა.

    "ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს", - მტკიცედ ამბობს ქართველი დიპლომატი, რომელიც ჰიროსიმას მემორიალურ მუზეუმს უნდა ეწვიოს ტეცუზი კადოტანთან ერთად.

    "ელჩის რანგში მე ჩემი ბაბუა, კადოტან-სანი ჯერ არ მინახავს. მას ჩემი მეუღლე და შვილები უნდა გავაცნო", - ამბობს ლეჟავა და კოვიდ-პანდემიის შემდეგ საინტერესო მოგზაურობას გეგმას.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

  • თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ID ბარათებით მიმოსვლა 1 აპრილიდან იწყება

    მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური