„ჩემი ხალხის გულისტკივილი მალაპარაკებს ამას“ - ემიგრანტი საბერძნეთიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 23:54

„მივმართავ საქართველოს მთავრობას! პოსტი შეიძლება ცოტა კრიტიკული გამომივიდეს, - წერს სოციალურ ქსელში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და კანონმდებლებს კანონებში ქვემოთ მოყვანილი ცვლილებების შეტანას სთხოვს.
მაიკო აბესაძე: „ნამდვილად არ მინდა ჩემს ქვეყანას გული ვატკინო ჩემი კრიტიკით , მაგრამ ხომ შეიძლება კანონების შექმნის დროს რაიმე გაითვალისწინოთ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლოც? კერძოდ მინდა პენსიებზე ვისაუბრო დღეს. მე საბერძნეთში ვიკითხე ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის ემიგრანტებთან რომ , მათ ქვეყანაში, ასაკოვანი მამაკაცი რომ იღუპება მისი პენსია თუ გადადის მის მეუღლეზე-თქო და მიპასუხეს რომ კიო. აბა მისმა ასაკოვანმა მეუღლემ როგორ უნდა იცხოვროსო. თან გაუკვირათ ჩემი კითხვა. მე კი შემრცხვა და ვერ ვუთხარი რომ საქართველოში ასე არ არისთქო .ჩვენთან თუ კაცი კვდება პენსიაც კვდებათქო.არ მინდოდა ჩემი ქვეყნის ,იმ ქვეყნის, რომელიც მიილტვის ევროკავშირში შესასვლელად, ასეთი ჩამორჩენილი ქვეყნების თვალში დამემდაბლებინა თავისი უსუსური კანონებით. გავჩუმდი და წყალი ჩავიგუბე პირში თევზივით. მაგრამ არ შემიძლია რომ ეს კითხვა არ დავუსვა ჩემს ქვეყანას, როგორ აპირებთ შესვლას ევროკავშირში როცა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც ვერ უტოლდებით კანონების შექმნაში? გული მტკივა და ჩემი გულისტკივილი და ჩემი ხალხის გულისტკივილი მალაპარაკებს ამას. იქნებ შეიტანოთ პატარა ცვლილებები კანონებში ჩემო ქვეყანავ და ჩემო ლამაზო საქართველოვ. ასეთი უსუსური კანონებით გაგიჭირდებათ ევროკავშირში შესვლა. მადლობას მოვიხდი თუ გამოეხმაურებით ამ პოსტს.

წყარო: newpost.ge

წაკითხულია 2614 ჯერ

Related items

  • ქართველი ემიგრანტი გოგო, რომლის დედამაც იტალიაში თავი მოიკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის, თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი საქართველოში 26 მაისს ჩამოსვენეს და ის ჩოხატაურში დაკრძალეს. გარდაცვლილის ქალიშვილი იტალიაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

    ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა აქვეყნებს.

    "იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

    აქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.

    დაკავებული გოგონა, , სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.

    უბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან", _ წერს ნინა რურუა.

    ქართელმა ემიგრანტმა, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

    თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

    "29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება.

  • თურქეთში სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს

    არსებული ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული. 

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში შესული არ არის. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

  • უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

    2008 წელს ერთი ქართული ოჯახი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე დაიშალა. ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

    თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენ­ტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

    მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

    ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი: "პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვი­ზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

    მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს...

  • თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

    თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.

    თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა 34 წლის ე.გ. ეჭვმიტანილის სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.

    გავრცელებული ცნობით, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ისინი მძაფრმა სუნმა შეაწუხა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

    დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

    დამნაშავისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

     

    როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია. მათთან შეტყობინება პოლიციისგან შევიდა, საკონსული კონუმიკაციაშია ოჯახთანაც და გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური