ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 10:00

26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა.

2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე); საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა); საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია; საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები; საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა); საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).

ამას გარდა სპეციალური პრიზები გადაეცათ: საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას; წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს; საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას; საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს; წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს, ასევე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ. 

ღონისძიებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვნენ, ანსამბლი „შვიდკაცა", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ნატალია ქუთათელაძე, სულხან ჯაიანი და გიორგი გაგნიძე მონაწილეობდნენ.

 

წაკითხულია 469 ჯერ

Related items

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

    ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 

    ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

    ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

    მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
    ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

    კაცები

    +105 კგ

    1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
    2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
    3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

  • ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მსოფლიო რეკორდით გახდა

    საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! ლაშამ ერთ-ერთ მოძრაობაში - ატაცში - მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა!

    ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართული ევროპირველობა მძიმეწონოსანთა - +105კგ - შეჯიბრით დასრულდა. ტალახაძემ 217კგ აიტაცა (და რიოში ირანელი ბეჰდად სალიმის მსოფლიო რეკორდი კილოგრამით გააუმჯობესა), აკვრაში 250კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 467კილოთი ევროპის ჩემპიონი გახდა! შარშან, ნორვეგიის ქალაქ ფორდეში ლაშამ ევროპის ჩემპიონატი 463კგ-თი მოიგო.

    მძიმეწონოსანთა შორის ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძეც, თუმცა მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მესამე შედეგი გახლდათ.

    ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ახლა უკვე ევროპის ორგზის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სომეხი ათლეტი, რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გორ მინასიანი (446კგ) და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი (434კგ) ჩამოიტოვა.

    ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა ეასპარეზა ანასტასია გოტფრიდს, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

    ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენი ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ ექვსი ტრიუმფით, ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული სამი ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით ორჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო.

    წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა, წლეულს კი პლანეტის უძლიერესი მამაკაცი კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდ

  • #VOTE ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ვირჩევთ!

    რამდენიმე საათის წინ ზაზ ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შეწყდა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი მხის მიცემის ახალი ეტაპი დაიწყო. მსოფლიო საუკეთესო ძალოსანს ირჩევს. ჩვენ კი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ნომერ პირველი ძალოსანი გვყავს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

    ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად  გამოკითხვა დაიწყო.

    ხმის მიცემის წესები:

    1. შედით საიტზე www.iwf.net
    2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს)
    3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
    4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვნიშნავთ ერთ ქალ სპორტსმენს, შემდეგ, ერთ მამაკაცს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს. 
    5. მოვნიშნოთ 1 ქალი და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი).
    6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი. 
    7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia).
    8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი. 
    10. ვაჭერთ ღილაკს VOTE. 
    11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

  • 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, - ტარიელ ხეჩიკაშვილი

    "2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. 

    სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

  • დღეს სპორტის სამინისტრო საუკეთესოებს გამოავლენს

    დღეს  სასტუმრო „ჰუალინგში" (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვერსიით " 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონია.  

    გამოვლინდება 2016 წლის საუკეთესო სპორტმენი, საუკეთესოები დაჯილდოვდებიან სულ 9 ნომინაციაში, ასევე დაწესებულია 7 სპეციალური პრიზი. 

    ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, მოადგილეები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები. 

    ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან. 

    ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "შვიდკაცა", ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, სულხან ჯაიანი, ნატალია ქუთათელაძე, გიორგი გაგნიძე.

    სტუმრების მიღება დაიწყება 19:00 საათიდან სასტუმრო „ჰუალინგში" 

    9 ნომინაცია

    1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი  
    2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი 
    3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში   
    4) საუკეთესო მსაჯი 
    5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია 
    6) საუკეთესო გუნდი 
    7) საუკეთესო ქალი სპორტსმენი 
    8) საუკეთესო მწვრთნელი
    9) საუკეთესო  სპორტსმენი

    7  სპეციალური პრიზი

    1) საუკეთესო სპორტული მენეჯერი 
    2) წლის აღმოჩენა  
    3) საუკეთესო ლეგიონერი
    4) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის
    5) საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები
    6) საუკეთესო ბიზნეს-კომპანია 
    7) სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური