ევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 09:08

„სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (79%), საფრანგეთის (67%) და დიდი ბრიტანეთის (53%) მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ბოლო წლის განმავლობაში მათ ქვეყნებში მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა. გერმანიასა და ესპანეთში უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვმა 45% შეადგინა, პოლონეთში კი მათი წილი მინიმალურია — 35%. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ“-ის დაკვეთით ჩაატარა.

მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ გერმანელების 16%, ფრანგების, ესპანელებისა და ბრიტანელების 7%, პოლონელების 6% და იტალიელების 2% აფიქსირებს.

უკმაყოფილოთა შორის ძირითადად, მემარჯვენე პარტიების ფრთის მხარდამჭერები და 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს პოლონეთი, სადაც განსხვავება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრებს შორის არ აღმოჩნდა, და გერმანია, სადაც დაახლოებით ერთნაირი აზრი დააფიქსირეს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტებმა.

აშშ-ში მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების შესახებ განაცხადეს რესპონდენტების 38%-მა. პოზიტიური ცვლილება აღნიშნეს გამოკითხულთა 19%-მა, ხოლო 33% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop –მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში შერჩეული 7043 რესპონდენტი.

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სპუტნიკ საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. სპუტნიკი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. სპუტნიკ-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

წაკითხულია 843 ჯერ

Related items

  • ინფორმაცია მგზავრთა საყურადღებოდ

    საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

    რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

    ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

     

     

  • ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა

    ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო სააგენტო იტყობინება.

    ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

    • 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

    ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

    • 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
    • 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

    თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

    • 2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

    ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

    დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

    წყარო: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6509

     

  • გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

    გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M  მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.

     

  • ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

    გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

    ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

    საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

    მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

    არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

    იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

    ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

    როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

    გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

    წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

  • საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდ "კომანდან ბირო"-ს ვიზიტი ბათუმში

    თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამსრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდი "კომანდან ბირო'» ბათუმს ეწვევა 2019 წლის 22-25 ნოემბერს.

    დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომელიც მე-10 ნავმისადგომთან გაიმართება პარასკევს, 22 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მ.ა. ბატონი დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და "კომანდან ბირო"-ს მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძრვანელ პირებთან.

     ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები (შინაგან საქმეთა სამინისტრო) და სპეციალური ოპერაციების ძალები (თავდაცვის სამინისტრო) ისარგებლებენ გემის ვიზიტით, რათა ერთობლივი სწავლება ჩაატარონ, რომელიც ორშაბათს, 25 ნოემბერს, 'კომანდან ბირო"-ს პორტიდან გასვლის დროს, ღია ზღვაში, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური