თბილისი მოლის საახალწლო ზრაპარი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 16:02

თბილისი მოლი საახალწლოდ ემზადება. ფასდაკლება მაღაზიებში უკვე დაიწყო. ბავშვებისა და უფროსებისთვის საინტერესო და მხიარული გასართობებიც მომზდდა. 14იანვრის ჩათვლით თბილისი მოლში მრავალფეროვანი ღონისძიები იგეგმება. გუშინ კი განსაკუთრებული საქველმოქმედო აქცია ,,2017 კგ. სიკეთე'' დასრულდა, რომლის მეშვეობითაც მოგროვებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. თბილისი მოლის სახალწლო განწყობას კი 6 იანვარს ბალეტი ,,მაკნატუნა'' გააგრძლებს.

წაკითხულია 1012 ჯერ

Related items

  • საჩვენებელი ორთაბრძოლები თბილისი მოლში

    6 მაისს, თბილისი მოლში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია საჩვენებელ ორთაბრძოლებს აწყობს, რომელიც 14-20 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართ ევროპის IV კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატს ეძღვნება.

    საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტის ამ სახეობაში. კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა უსახსოვრა. თბილისი მოლში ხალიჩების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება, ამავდროულად საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციასა და ჩინეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

    ცერემონიას უშუს ეროვნული ფედერაციის მესვეურების გარდა თბილისის განათლების სპორტის და ახალგაზრდული საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ძი იენჩი დაესწრებიან.


    ევროპის IV კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი 14-20 მაისს გაიმართება და მასში 28 ქვეყნის რვაასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს, 19 საათზეა დაგეგმილი. ყველა ღონისძიებას თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

  • თბილისი მოლში საახალწლო ოცნებები სრულდება!

    თბილისი მოლში ახალი წლის მოახლოებას 10 დეკემბრიდან იგრძნობთ. სავაჭრო ცენტრი ხელს უწვდის მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და 12-18 დეკემბრის ჩათვლით ატარებს დიდ საქველმოქმედო აქციას: „2017 კგ სიკეთე“

    აქციის ფარგლებში, თბილისი მოლი მოუწოდებს ყველა მსურველს, შეიძინოს პირველადი მოხმარების ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, დატოვოს თბილისი მოლის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში და ეს ყველაფერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

    10 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისი მოლი წარმოგიდგენთ უნიკალურ საახალწლო პროგრამას:  ექსკლუზიურად შექმნილ დეკორაციებში ყოველდღე გელოდებათ საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობები, როგორც ბავშვებისთვის, ისე -უფროსებისთვის!

    10 დეკემბრიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, აღმოჩნდით წარმოსახვითი რეალობის სამყაროში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მაკნატუნას გმირები.

    6 იანვარს, 20.00 საათზე შედგება გრანდიოზული საშობაო წარმოდგენა. მაყურებლები იხილავენ ბალეტს „მაკნატუნა“, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დასის შესრულებით.

    თბილისი მოლი იწვევს თავის ერთგულ მომხმარებელს საახალწლო ოცნებების ასასრულებლად!

  • ახალი 2017 წელი


    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი წლის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.მისი თქმით, წელს დამატებითი  ახალი  საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლიგგამზირი

    „გასულ წელს ახალი  განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი,  მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება  ამ თვალსაზრისით სიახლეებია და დამატებითი  ახალი  საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული  აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე განახლდება მოძველებული განათებები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი „დედაენის ბაღში" გაიმართება.

    „წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები „დედაენის ბაღში" გაიმართება. „დედაენის ბაღი", როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები, როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი ჩატარდება.

  • დიდი სასკოლო მზადება თბილისი მოლში - ყველაფერი ერთ სივრცეში

    თბილისი მოლი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.  10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, შეგიძლიათ  სწავლის პროცესისთვის აუცილებელი ყველა ნივთი: ჩანთები, სასწავლო აქსესუარები, წიგნები ერთ სივრცეში, მშვიდ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეიძინოთ  და თავიდან აირიდოთ ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორეში მგზავრობა.

    თბილისი მოლი, ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა ნივთი.

    თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიები მსურველებს შესთავაზებენ სასკოლო პროდუქციას: საკანცელარიო ნივთებს, ფორმებს, ჩანთებს, წიგნებს, ასევე სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.

    თბილისი მოლში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები:

    BIBLUS - წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით

    Tape a l’oeil, Zippy, Sergent Major, FG4 - სპეციალური შეთავაზებებით საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებზე

    Baltic Optics - სათვალის ჩარჩოებზე ფასდაკლებით

    Ferro - სასკოლო ჩანთებზე ფასდაკლებით

    LT Gallery- სასკოლო ჩანთებზე ფასდაკლებით

    BOOM BOOM - საოჯახო გასართობი ცენტრი იზრუნებს მომხმარებელთა განწყობაზე

    IT Academy - წაემოადგენს ხელნაკეთი რობოტების გამოფენა

    Nesquik - იზრუნებს ბავშვების განწყობაზე.

    თბილისი მოლში წარმოდგენილი ყველა ბრენდი სტუმრებს  სპეციალურ აქციასა და ფასდაკლებებს შესთავაზებს მთელი თვის განმავლობაში.

  • დიდი სასკოლო მზადება თბილისი მოლში - უნიკალური შეთავაზება

    თბილისი მოლი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. 10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, შეგიძლიათ  სწავლის პროცესისთვის აუცილებელი ყველა ნივთი: ჩანთები, სასწავლო აქსესუარები, წიგნები ერთ სივრცეში, მშვიდ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, ფასდაკლებით შეიძინოთ და თავიდან აირიდოთ ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორეში მგზავრობა.

    თბილისი მოლი, ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა ნივთი.

    თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიები მსურველებს შესთავაზებენ სასკოლო პროდუქციას: საკანცელარიო ნივთებს, ფორმებს, ჩანთებს, წიგნებს, ასევე სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.

    თბილისი მოლში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები:

    BIBLUS - წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით

    RGG - სპეციალური შეთავაზებებით სასკოლო ფორმებზე

    Baltic Optics - სათვალის ჩარჩოებზე ფასდაკლებით

    Ferro - სასკოლო ჩანთებზე ფასდაკლებით

    LT Gallery- სასკოლო ჩანთებზე ფასდაკლებით

    BOOM BOOM - საოჯახო გასართობი ცენტრი იზრუნებს მომხმარებელთა განწყობაზე

    IT Academy - წაემოადგენსხელნაკეთი რობოტების გამოფენა

    Nesquik - იზრუნებს ბავშვების განწყობაზე.

    თბილისი მოლში წარმოდგენილი ყველა ბრენდი სტუმრებს  სპეციალურ აქციასა და ფასდაკლებებს შესთავაზებს მთელი თვის განმავლობაში.

    თბილისი მოლი -ყველაფერი ერთ სივრცეში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური