დღეს ,,შავნაბადას“ მორიგი დისკის პრეზენტაცია გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 14:14

დღეს, 19:00 საათზე ,,თიბისი გალერეაში``, ანსამბლი ,,შავნაბადა" ახალი, რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაციას და წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ,,შავნაბადასთან“ ერთად მარიამ როინიშვილი და სოფო გელოვანიც მიიღებენ. საღამოზე, ანსამბლის წევრები წარმოადგენენ გასული წლის სრულ შემოქმედებით აქტივობას, საგასტროლო ტურნის და სხვადასხვა პროექტების სახით.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი ,,შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, ანსამბლმა მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და სალოტბარო სკოლების დაარსება რეგიონებში, სადაც მოზარდები ქართულ სიმღერა-გალობას სრულიად უფასოდ ეუფლებიან. ამასთანავე, ,,შავნაბადა“ ხშირად მართავს საკონცერტო ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში.16 დეკემბერს თიბისი გალერეაში, ანსამბლი 15-მდე სიმღერას შეასრულებს.

წაკითხულია 763 ჯერ

Related items

  • „ვერ ვწვდები წამალს“-ფოტოგრაფებმა სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების სურვილები ფირზე აღბეჭდეს

    3 ივნისს, 18:00 საათზე კაფე „აკადემიაში“ ფოტოპროექტის „ვერ ვწვდები წამალს“ პრეზენტაცია გაიმართება (მის: რუსთაველის გამზირი #27/2).  ფოტოპროექტის ავტორები არიან  ცნობილი ფოტოგრაფები გურამ მურადოვი, დავით ქორიძე და ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, რომლებმაც სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების ემოეციები, შეგრძნებები და სურვილები გააცოცხლეს და ფირზე გადაიტანეს. ფოტოპროექტის მიზანს  დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა წარმოადგენს.

    პრეზენტაციას დაესწრებიან სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე  პაციენტები, მათი ოჯახის წევრები, პაციენტთა კავშირის წევრები და ექიმი-ნევროლოგები, რომლებიც  სახელმწიფოსა და საზოგადოებას  პროექტში აქტიურ ჩართულობასა და ადექვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობაზეც მიანიშნებენ. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან   ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებიც.

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 2016 წლამდე  სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა არ არსებობდა, დღეს დაავადების სამკურნალოდ უკვე 3 მედიკამენტია დარეგისტრირებული და ერთ-ერთი უკვე საქართველოშია. სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა)  სამკურნალო პირველი მედიკამენტი რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა არის,  ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ წარმოებული სამკურნალო პრეპარატი.  ინოვაციური, პერორალურად მისაღები მედიკამენტი  სკა-თი დაავადებულთათავის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პრეპარატია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და  რომლის ყიდვასაც საქართველოში მცხოვრები პაციენტები და მათ ოჯახები სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ვერ შეძლებენ. როგორც ირკვევა, მკურნალობის მიღმა დარჩენილი პაციენტების სიცოცხლეს, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია, საფრთხე ემუქრება. 

    სკა-ს მქონე პაციენტებმა და მათმა მშობლებმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დახმარებისთვის წერილობით უკვე მიმართეს. როგორია მათი პოზიცია და რა პროგრამა შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს,  ჯერჯერობით ბუნდოვანია.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:
    სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) თანდაყოლილი, პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც აღენიშნება მსოფლიოში 11000-დან ერთ ახალშობილს. სკა-ით დაავადებული ადამიანები თანდათან კარგავენ ნეირონებს კუნთოვან ქსოვილებში, შედეგად ხდება კუნთის განლევა/ატროფია, რაც პირველ რიგში ვლინდება სხეულის მოტორიკის შეზღუდვაში, რასაც ემატება ფილტვის ვენტილაციის ფუნქციის შეზღუდვა, მეტყველების და ყლაპვის უნარის დაკარგვა, საბოლოოდ კი - გულიც ხომ კუნთია... მიუხედავად დაავადების სიმძმისა, ის გავლენას არ ახდენს გონებრივ განვითარებაზე, შეიძლება პირიქითაც ითქვას, ფიზიკური საზღვრების ქონა მათ გონებას ჩამალულ შესაძლებლობებს უღვიძებს და ისინი გამორჩეულად ნიჭიერები არიან.

    არსებობს სკა-ის 4 ქვეტიპი, რომლებიც პირობითად დაყოფილია სიმპტომების გამოვლენის საწყისი ეტაპების მიხედვით:

    • I ტიპი ყველაზე მძიმეა, ის დაბადებინვე ვლინდება და ძალიან სწრაფად პროგრესირებადია, მალევე საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას და ტრაქეოსტომას. უმეტეს შემთხვევებში ბავშვები 2 წლის ასაკს ვერ აღწევენ და იღუპებიან.
    • II ტიპი 6 თვიდან ვლინდება, ბავშვები ვერ ახერხებენ ფეხზე დადგომას, დამოუკიდებლად წამოჯდომას, თანდათანობით კი ზედა კიდურების ფუნქციაც იკარგება, რასაც თან ერთვის ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები.
    • III ტიპი 12-18 თვის შემდეგ ვლინდება, ბავშვები თანდათანობით კარგავენ ფეხზე დგომის უნარს და შემდგომ გრძელდება იგივე მიმდინარეობით, რაც წინა შემთხვევაში.
    • IV ტიპი ზრდასრულობის დროს ვლინდება, თანდათანობით პროგრესირებს და ეტლს აჯაჭვებს ადამიანს.

  • აშხაბადში გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნის „თურქმენთა სულიერი სამყაროს“ პრეზენტაცია ქართულ ენაზე

    2020 წლის 5 დეკემბერს, აშხაბადში, თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნის „თურქმენთა სულიერი სამყაროს“ პრეზენტაცია ქართულ ენაზე.

    ეს პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნდა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გახდა უნიკალური საჩუქარი და დახმარება ქართულად მოსაუბრე მკითხველებისთვის, რაც თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას მაღალ დონეზე ასახავს.

    პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბეჭდური მედიის მთავარი რედაქტორები, რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და თურქმენეთის უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრეთვე თურქმენული მედიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცნობილმა მეცნიერებმა და ქართული მედიის წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

    პრეზენტაციის დროს მოისმინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ე. აიდოგდიევის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თურქმენეთში მ. მურჯიკნელის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გ. კვესიტაძის, აგრეთვე თურქმენეთისა და საქართველოს წამყვანი მედიის წარმომადგენლების საგანგებო გამოსვლები.

    ყველა მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ამ ნაწარმოების უნიკალურობა, რომელიც მკითხველს აცნობს თურქმენეთის ხალხის კულტურულ მახასიათებლებს და მდიდარ სულიერ სამყაროს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წიგნის "თურქმენთა სულიერი სამყარო" ქართულ ენაზე გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია თურქმენულ-ქართული ურთიერთობების განვითარების გასაძლიერებლად.

    ღონისძიების ბოლოს პრეზენტაციის მონაწილეებმა საგანგებო მილოცვა და ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს.

  • „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

    „პროგრამა „აწარმოე საქარველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და  უკვე იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

    პრეზენტაცია ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „მეამას“ საწარმოში გაიმართა. პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

    ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისები, მეთევზეობა, კერამიკის წარმოების დარგის განვითარება.  

    „2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური  იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა,  ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი  ტემპით გაიზარდა და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის ქვეყანებს. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა, ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება,  პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

  • ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

    4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას წარუძღვა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

    ცაი ენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

    ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური