შეხვედრა განახლებადი ენერგიის საკითხებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 11:59

„განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: “საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ევროკავშირის  ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე,ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი, სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა  და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ის ძირითადი რეკომენდაციები რომლებიც აუცილებელია იმ პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ბარიერების დასაძლევად რომლებიც აბრკოლებენ საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების არსებული პოტენციალის ეფექტიანად ათვისებას.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად  მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალურად ათვისება. აღნიშნული ამოცანის განხორცილებისათვის კი აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი მთავარი საკითხის გარშემო: რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რათა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე განისაზღვრა ის საკვანძო მიმართულებები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია სამომავლოდ განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიზნით, კერძოდ განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარების შესახებ კანონის შემუშავება და მიღება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაქსიმალურად გამჭირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ქსელზე მიერთებისა და ნებართვებისა და ლიზენციების გაცემის მოქნილი პროცედურების შემუშავებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს REN21 UNECE-ის მიერ განახლებადი ენერგიის საკითხების შესახებ მიმდინარე 2017 წლის ანგარიშის წინასწარი შედეგები. REN21 UNECE-ის მიერ მომზადებული 2015 წლის ანგარიში (REN21 UNECE Renewable Energy Status Report) განახლებადი ენერგიის შესახებ შეხვედრის მთავარ მოსამზადებელ დოკუმენტს წარმოადგენდა.

 

წაკითხულია 794 ჯერ

Related items

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს შეხვდა

    ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ირინა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.

    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

    ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

    საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

  • ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

    შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

    შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

  • ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

    „ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

    საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

    შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

    შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

  • ილიას ჩილოღლუმ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის /იბსუ/ რექტორმა - ილიას ჩილოღლუმ, დღეს, სტუდენტებთან, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ იბსუ-ს გარშემო მიმდინარე უახლესი პროცესები გააცნო.

    შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკელი სტუმრები, რომელთაც თავის მხრივ სტუდენტებთან მათი აქტიურობის მნიშვნელობასა და განათლების უფლების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

    შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები უწყვეტად მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუკი ავტორიზაციის საბჭო არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური