Open Call ჟურნალისტებისთვის

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 23:56

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ჟურნალისტებს კიევში, თბილისსა და კიშინიოვში სამ ორდღიან ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ (2017 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში). პრაქტიკუმების თემა — „თანამედროვე კულტურის სფეროს ჟურნალისტიკა“.კურსის ლექტორები არიან დარგის წამყვანი ექსპერტები: ჟურნალისტი, რომელმაც ნობელის პრემიის 12 ლაურეატთან ჩაწერა ინტერვიუები — მაია ჯაგი(დიდი ბრიტანეთი) და 18 წლიანი გამოცდილების მქონე არტ-კრიტიკოსი ეკატერინა ბოტანოვა (უკრაინა). ვორქშოფების მონაწილეები ეზიარებიან ისეთ უნარებსა და უპირატესობებს, როგორებიცაა: ტექსტების შექმნა ცნობილი ლექტორების კურატორობით; მსოფლიოს საუკეთესო გამოცემების ჟურნალისტური ქეისების პროფესიონალური ანალიზი; პროგრესული ონლაინ-ინსტრუმენტების შესწავლა; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა;  გამოცდილების გაცვლა და ასევე ახალი ცოდნა კრეატიული ინდუსტრიის სფეროში.ტრენინგების თემატიკა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:1. კულტურის მნიშვნელობა და კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის როლი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში: კონფლიქტები, მიგრაციები, კლიმატური ცვლილება. 2. კულტურა და კრიზისი, სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკა.3. ინტერვიუებისა და კრიტიკული ტექსტების დაწერის თავისებურებები.4. „ახალი“ მედია კულტურის სფეროს ჟურნალისტიკაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები.5. ჟურნალისტი როგორც ბრენდი: პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. მონაწილეობის მისაღებად მიიწვევიან ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ეს ონლაინ-ფორმა http://bit.ly/applyCJ ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
განაცხადების შეტანის დედლაინი: 2016 წლის 17 დეკემბერი, 23:00 საათამდე.მონაწილეები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: გამოცდილება ჟურნალისტიკაში და კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების მუშაობის გაშუქებისადმი ინტერესი; წინა ჟურნალისტური და/ან კრიტიკული მასალების ხარისხი; ტრენინგებიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მიღებული ცოდნის გასაზიარებლად მზადყოფნა; ინგლისური ან რუსული ენების იმ დონეზე ცოდნა, რომ ტრენინგებში მონაწილეობა და დავალებების შესრულება იყოს შესაძლებელი; პროექტის ყველა ეტაპში მონაწილეობის გარანტია.ამ კრიტერიუმების საფუძველზე თითოეული ქვეყნიდან სამი მონაწილე შეირჩევა.მონაწილეთა შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 23 დეკემბერს. ორგანიზატორები ფარავენ კურსის მსმენელების მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. კონკურსთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ კოორდინატორს: აზერბაიჯანში (JLIB_HTML_CLOAKING ), სომხეთში (JLIB_HTML_CLOAKING ), ბელარუსში (JLIB_HTML_CLOAKING ), საქართველოში (JLIB_HTML_CLOAKING ), მოლდოვაში JLIB_HTML_CLOAKING , უკრაინაში (JLIB_HTML_CLOAKING ). ვორქშოფების თარიღები:2017 წლის 26-27 იანვარი — თბილისი, საქართველო2017 წლის 23-24 იანვარი — კიშინიოვი, მოლდოვა2017 წლის 26-27 აპრილი — კიევი, უკრაინაკურსის ექსპერტები:მაია ჯაგი (Maya Jaggi) — მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანელი კულტურისსფეროს ჟურნალისტი 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით. მუშაობდა The Guardian-თან, The Economist-თან და FT Weekend Arts-თან. კარიერის განმავლობაში მაია ჯაგიმ ინტერვიუები ჩაიწერა ნობელის 12 ლაურეატთან ლიტერატურის დარგში და ასევე ინტერვიუები კულტურის საკვანძო მოღვაწეებთან, მწერლებთან, რეჟისორებთან, მუსიკოსებთან, ქორეოგრაფებთან და ისტორიკოსებთან მთელ მსოფლიოში. მაია ჯაგიმ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის გაფართოებასა და ტრანსფორმაციაში. „ჩემთვის კულტურა ვრცელდება ხელოვნებიდან ტექნოლოგიურ სტარტაპებამდე. ტრენინგების მონაწილეები ბევრი რამის მიღებას
შეძლებენ კულტურის ჩემეული თეორიული გაგებიდან და ასევე შეიტყობენ კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის პოტენციალის თაობაზე სოციალური და პოლიტიკური პრობლემების (კონფლიქტები, მიგრაციები, კლიმატური ცვლილებები, მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა) გადაწყვეტის საქმეში. მათთვის ასევე სასარგებლო იქნება ჩემი პრაქტიკული გამოცდილება“. კატერინა ბოტანოვა, კულტურის სფეროს კრიტიკოსი, ჟურნალისტი, კურატორი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, რომელიც სპეციალიზდება კულტურისა და ხელოვნების — როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცვლილებათა აგენტების, საკითხებში. კატერინა გახლავთ ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ დამოუკიდებელი ექსპერტი მისი შექმნის მომენტიდან — 2011 წლიდან. ის კონსულტაციას უწევს ევროპის კულტურის სფეროს დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობს კიევში, მათ შორის, გოეთეს ინსტიტუტსა და ბრიტანულ საბჭოს. 2015-2016 წლებში კატერინა გახლდათ უკრაინის უმსხვილესი ინტერნეტ-ჟურნალის, „უკრაინსკაია პრავდას“ კულტურის განყოფილების მთავარი რედაქტორი. კატერინა ბოტანოვა ასევე მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების CSM/ფუნდაცია ცენტრის დირექტორად და გახლავთ თანამედროვე ხელოვნების ინტერნეტ-ჟურნალ Korydor-ის დამფუძნებელი. როგორც კულტურის საკითხების მიმომხილველს, მას საკუთარი წვლილი შეაქვს უკრაინის მრავალრიცხოვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მისი საერთაშორისო პუბლიკაციები მოიცავს Eurozine-ს, NZZ-სა და OpenDemocracy-ს.„მიმაჩნია, რომ უკარინასა და რეგიონში მედიაგარემოს ჩემეული გაგება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან როგორც მკვლევარისა და კულტურის სფეროს მენეჯერის მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე ასობით ჟურნალისტთან რედაქტორად მუშაობის წლები, სასარგებლო იქნება ამ კურსის მონაწილეებისთვის“.

წაკითხულია 930 ჯერ

Related items

  • "ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით მედია საშუალებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

    “ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

    ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

    როგორც ცნობილია, თბილისში, მოძალადეობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

    დღესვე მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საელჩოებს მიმართეს, რათა მათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ დევნასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

    შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ალექსანდრე ლაშქარავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას ექსპერტიზა ცდილობს. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმართ ოჯახს უნდობლობა აქვს გამოცხადებული.

     

  • ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - ჩეხეთის ელჩი საქართველოში

    ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს”. ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა და საჯაროდ დაგმო გუშინ თბილისში მომხდარი ძალადობრივი მოვლენები.

    ”შოკისმომგვრელი იყო ძალადობის სცენები, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ არსებული კანონის ფარგლებში. ასევე დაცული უნდა იყოს თითოეულის კონსტიტუციური უფლებები. დემოკრატია საქართველოში საფრთხის ქვეშაა და ყველა მოქმედმა პირმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - დაწერა ჩეხეთის ელჩმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში", გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას, რომლის დროსაც ათობით ადამიანს, მათ შორის ბევრ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, "ღირსების მარშის" ჩატარების მოწინააღმდეგეებმა.

  • ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე-დიპლომატიური კორპუსი

    საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაერო-ს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

    ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

  • „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს

    „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ დღეს "ღირსების მარში" ჩატარდეს.

    ამ წუთებში პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

    მედიის ცნობით, დღეს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები მინიმუმ 20-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს და მათი ტექნიკა დააზიანეს.

    ბოლო ცნობებით, თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, ასევე ინტერნეტ გამოცემა on.ge-ს, „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს.

    „ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, დამტვრეულია მათი აპარატურა, „ტაბულას“ განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავში კეტი ჩაარტყეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევებზე გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა (154) და ძალადობის (126-ე) მუხლებით უკვე დაწყებულია.

    „რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე“, შსს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, „უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა მეორე ნაკადის 34-მა მოსწავლემ დაამთავრა

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებულებმა არაორდინალური სასწავლო წლის დასრულება ვირტუალურ ცერემონიაზე საზეიმოდ აღნიშნეს

    22 ივნისი, თბილისი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის მოსწავლეების მეორე ნაკადმა სწავლის წარმატებით დასრულება ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე აღნიშნა, რომელსაც პროგრამის პარტნიორმა სკოლამ - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა“-მ უმასპინძლა. საზეიმო ღონისძებაზე მოსწავლეებს, მათ ოჯახებსა და პედაგოგებს სიტყვით მიმართეს და სწავლის დამთავრება მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ლოურენს მერედითმა და იუნოფსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ქ-ნმა გრეტა ფარემომ. მისასალმებელ სიტყვებში ხაგზასმით აღინიშნა „ახალი სკოლის“ წარმომადგენლებისა და მოსწავლეების ის სულისკვეთება, მონდომება და შემართება, რამაც განაპირობა სწავლის პროცესის წარმატებით დასრულება გლობალური პანდემიის არაორდინალურ და რთულ პერიოდში.   

    „ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, გულწრფელად გილოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას! მჯერა, რომ განათლება რომელიც მიიღეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლაში, შეუქმნის მყარ საფუძველს თქვენ მომავალ საქმიანობას,“ - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში ახალ კურსდამთავრებულებს. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „პანდემიის პირობებში სწავლა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა თქვენ ყველაფერს წარმატებით გაართვით თავი. თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი, მონდომებით, ენერგიითა და ცნობისმოყვარეობით სავსე ახალგაზრდები და მე გისურვებთ შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას, რათა მიაღწიოთ პირად და პროფესიულ წარმატებას. ხარისხიანი განათლება წარმოადგენს მთავარ ინვესტიციას ცხოვრებაში და მე მჯერა, რომ ეს ინვესტიცია დიდი მიღწევებისკენ გაგიკვალავთ  გზას მომავალში.“

    2021 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას 34 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მოსწავლეებმა, რომელთა შორის 24 გოგონაა, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის დიპლომი მოიპოვეს და უმაღლეს განათლებას ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და მშობლიურ ქვეყნებში გააგრძელებენ. სასიხარულოა, რომ კურსდამთავრებულთა 30%-მა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტში და მომავალი სასწავლო წლიდან შეუერთდებიან თავინათ თანატოლებს ესპანეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, იტალიის, ბელგიის, ესტონეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყატარის, თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში. 

    „დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატება არის მდგრადობისა და მიზანდასახულობის მაგალითი. თქვენ „ციფრულ სივრცეში“ გადაინაცვლეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ თქვენ წინაშე არსებული გამოწვევებისგან გესწავლათ. თქვენ გამოავლინეთ თავდადება და ენთუზიაზმი. „ახალი სკოლა“ დაგეხმარათ, გაზრდილიყავით პიროვნულად და უფრო მეტი დამოუკიდებლობა შეგეძინათ და უკეთ განგესაზღვრათ საკუთარი მომავალი,“ - აღნიშნა ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელმა,  ლოურენს მერედითმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში.

    2021 წლის გამოსაშვები კლასის 34 მოსწავლიდან 11 საქართველოდანაა, მათ შორის თბილისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან. ბევრი მათგანი თავიანთი თანატოლების, პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების გზას გაჰყვნენ და ისეთი პროფესიები აირჩიეს როგორიცაა ბიოქიმიური ინჟინერია, მედიცინა, იურისპრუდენცია, კომპიუტერული მეცნიერებები და ეკონომიკა. მათი უმრაველსობა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას. 

    საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა 2021 წლის კურსდამთავრებულმა ახალციხიდან, ნინო ჟუჟუნაძემ, რომელმაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლება, მოგვიანებით კი ბიოქიმიურ ინჟინერიაში დასპეციალიზდება. „ექვსი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ცხოვრება და სწავლა დამეხმარა, რომ ცხოვრებისთვის სხვა კულტურული პრიზმიდან შემეხედა და უფრო გამგები გავმხდარიყავი. „ახალ სკოლაში“ შექმნილ მრავალფეროვან გარემოში გავიაზრე, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუ სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები ერთად იმუშავებენ. საერთაშრისო ბაკალავრიატის კურიკულუმის ფარგლებში შესრულებულმა ინდივიდუალურმა და ჯგუფურმა დავალებებმა მრავალი უნარ-ჩვევა განმივითარა, მათ შორის კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები. მჯერა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებული გამოცდილება, როგორც მომავალ მეცნიერს, დამეხმარება ახალ საუნივერსიტეტო გარემოში წარმატების მიღწევაში.“

    2018 წელს პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირის დაფინანსება აღმოსავლეთ პარტრიორობის ექვსი ქვეყნის 105-მა მოსწავლემ მოიპოვა. ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის დიპლომისთვის მოსწავლეებმა ევროკავშირისგან სრული, ორწლიანი დაფინანსება მიიღეს. 2021 წლისთვის ევროპული სკოლა IB დიპლომით პირველი და მეორე ნაკადების 64-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 44 გოგონა და 20 ბიჭია. კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ ეკონომიკის, ბიოქიმიური ინჟინერიის, ფიზიკის, სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და კულტურის, კომუნიკაციისა და მედიის, საერთაშორისო ურთიერთობების, მედიცინის, იურისპრუდენციის, თავისუფალი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობებით. ამასთან, 2021-2023 აკადემიურ სასწავლო წელს პროგრამას კიდევ 40 მოსწავლე შემოუერთდება, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე კონკურენტული შერჩევის პროცესი, მათ შორის წერილობითი ტესტები და ინტერვიუები, წარმატებით გაიარეს.

    თავის მისასალმებელ სიტყვაში იუნოფსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტა ფარემომ აღნიშნა, „დღევანდელი წარმატება თქვენი თავდაუზოგავი შრომის, გამძლეობისა და ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალურად ათვისების დასტურია. იუნოფსისთვის დიდი პატივია, იყოს თქვენი ამ გზის ნაწილი. ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს მაღალი ხარისხის განათლების შესაძლებლობები შევთავაზოთ. ერთად ჩვენ ყველასთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივაა პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას, მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს ბოლო ორი დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მოსწავლეები შეირჩევიან კონკურსის წესით და სწავლის წარმატებით დასრულებისას მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს ევროპათმცოდნეობის დარგში. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას, ასევე, ევროკავშირის და მის მიერ რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

    პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს იუნოფსი (UNOPS), „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა“-სთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

    მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური