ევროპელმა ექსპერტებმა „შემოქმედებითი საქართველოს“ განვითარების მთავარი ეტაპები განსაზღვრეს
ევროპის კომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატის კულტურული პოლიტიკისა და საერთაშორისო დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უოლტერ ზამპიერი (Walter Zampieri) მოგვიწოდებს ფრთხილად მოვეკიდოთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია: „ზოგი ქვეყანა, უფრო სწორად, ზოგი ქალაქი ეს-ესაა უერთდება კულტურული ეკონომიკის განვითარების პროცესს“.გარდა ამისა, მან ასევე გაამახვილა ყურადღება კულტურის შესანარჩუნებლად საავტორო უფლებების დაცვის საკითხზეც.რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი კრეატიული ინდუსტრიები?შემოქმედებითი ინდუსტრიები რეგიონებს ინვესტიციებისთვისა და კვალიფიციური კადრებისთვის მიმზიდველს ხდის, მიაჩნია უოლტერ ზამპიერის და იქვე ინოვაციების როლს უსვამს ხაზს. „დგას რა მოწინავე პოზიციებზე, შემოქმედებითი ინდუსტრიები პროდუქტის პროტოტიპს ამუშავებენ, ხოლო მათი ინოვაციურობა სექტორისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება“. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური კრიზისისა, შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორში დასაქმება კვლავაც იზრდება, ხაზი გაუსვა ზამპიერიმ:„კულტურა და შემოქმედებითი დარგები ევროპის კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,2 и 4,4%-ს და სამუშაო ადგილების დაახლოებით 2,3%-ს შეადგენს. ეს ის სექტორია, რომელიც კრიზისის პირობებში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წარმოაჩენს მდგრადობას“. ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს“ 10 მთავარი თეზისი1. „მილიონობით ადამიანის ცხოვრების რეფორმირებისას მნიშვნელოვანია კულტურის უნიკალურობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, — უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სვეტლანა ფომენკო.2. „რესურსებს ზღვარი აქვს, კრეატიულობა კი უსაზღვროა“, — ბელარუსის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი ვიქტორია რატობილსკაია.3. „პოლიტიკა უნდა აერთიანებდეს კულტურას, მეცნიერებას, ეკონომიკასა და ბიზნესს, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.4. „თუ კულტურას დავკარგავთ, მაშინ საერთოდ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რა უნდა დავიცვათ?“ — უინსტონ ჩერჩილის ეს გამონათქვამი ფორუმზე საქართველოს კულტურის მინისტრმა გააჟღერა. 5. „კულტურა ერს სახეს უნარჩუნებს“, — სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნერსერ ტერ-ვარდანიანი. 6. „კულტურა ეკონომიკის წარმატებულ სექტორად შეიძლება ვაქციოთ“, — მოლდოვის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი. 7. „ნუ გეშინიათ შექმნისა! უბრალოდ, გააკეთეთ ეს!“ — უკრაინაში ბრიტანული საბჭოს დირექტორი საიმონ უილიამსი. 8. „მხოლოდ სოციალურ ორგანიზაციას შეუძლია გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა კრეატიული ეკონომიკის სფეროში და მის
შესაძლებლობებში“, — ექსპერტი კრეატიული ეკონომიკის დარგში ლუჩიანო გლორი. 9. „დღეს პროფესიონალებს სჭირდებათ უფრო მოქნილი სივრცეები, რომელთაშეთავაზებაც კრეატიულ ეკონომიკას შეუძლია“, — ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტი კრეატიულ ეკონომიკაში კრისტინა ფარინა. 10. „უფულოდ ყველაფერი არაფერია, თუმცა ფული სულაც არ არის მთავარი კრეატიულ ეკონომიკაში“, — ექსპერტი ევროკაშირიდან ბარბარა ჰესლერი. შემოქმედებითი პროექტების ხუთი ყველაზე საინტერესო მაგალითი ფორუმ „კრეატიული საქართველოდან“მუსიკალური რძეჩვეულებრივი რძის ფერმა შესაძლებელია იქცეს ადგილად, სადაც კრეატიულობა ყვავის. ევროკავშირის ერთ-ერთ ფერმაში გადაწყვიტეს შეემოწმებინათ მეცნიერების მტკიცება, რომ თითქოს ძროხები კლასიკური მუსიკის ფონზე ბევრად მეტ რძეს იწველებიან. შედეგად მიიღეს მუსიკალური რძე, რომელიც მართლაც ძალზე გემრიელი გამოდგა. მას კლასიკური მუსიკისკონცერტზე ურიგებდნენ მსმენელებს და ეს კომპანიისთვის კარგი რეკლამა გამოდგა. ამ საინტერესო მაგალითის შესახებ ტიმ უილიამსმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. https :// www . youtube . com / watch ? v = hQTF 8 c 2 zyU 8 არტსივრცე ტალინშიგანადგურებული საწარმოების გადაიარაღებისა და მათი მიმზიდველ ადგილებად ქცევის პრობლემა თითქმის ყველა ქალაქის წინაშე დგას. წარმატებული მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მსგავსი შენობები არტსივრცეებად იქცეს, ესტონეთის შემოქმედებითი სივრცის დირექტორმა ტელისკივი იანუს იასმა მოიყვანა. მან და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, ტალინში ბიზნესისა და კულტურის გამაერთიანებელი მოდელისთვის შეესხათ ხორცი. საბჭოთა პერიოდის ათი ნაგებობა პოპულარულ ადგილად აქციეს, სადაც განლაგებულია რესტორნები, ბარები, სამხატვრო აკადემიები და თეატრები. იანუს იასის თქმით, მნიშვნელოვანია სწორედ კულტურული და სოციალური ცხოვრება, რომელიც ახლა ამ შენობებში ჩქეფს. პროექტი უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს და წელს არტსივრცეში გამართულ დაახლოებით ხუთასამდე ღონისძიებას 700 ათასი ადამიანი დაესწრო. „თავად მებაღედ ვმუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავიდანვე ასე გადაწყდა, როცა გუნდს ვაყალიბებდით. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მოვალეობები პატიოსნად შევასრულოთ, ეს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, სადაც შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, იყო კრეატიული“, — განაცხადა იანუს იასმა. http://telliskivi.eu/en/გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი
ზაგრებში (ხორვატია) ძალიან წარმატებულ პროექტს სათავე იმ სევდიანმა მოვლენებმა დაუდო, რაც პრაქტიკულად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება— იქ გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი დაარსდა. მუზეუმის თითოეული ექსპონატს თან ახლავს წერილი, რომელშიც ურთიერთობის ისტორიისა და მისი გაწყვეტის მიზეზების შესახებაა მოთხრობილი. მნახველი ხან ორ სიტყვად მოთხრობილ ამბავში ეფლობა და ხანაც — რამდენიმე გვერდზე გაშლილში. ისინი განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს — დაწყებული მწარე და ღრმა ნაღველით და გასრულებული დამცინავი ირონიით. ამის შესახებ თბილისის ფორუმზე მუზეუმის კოლექციის მცველმა ივანა დრუჟეტიჩიმ ისაუბრა. „ჩვენი მუზეუმის მიზანი — ეს ადამიანების გაერთიანებაა სიყვარულისა და იმედგაცრუების ისტორიების საფუძველზე“, — თქვა დრუჟეტიჩიმ. და ეს მართლაც მუშაობს, ადამიანებს აინტერესებთ მუზეუმი და იქ ყოველთვის არიან მნახველები. www.brokenships.com.მუსიკა და ღვინოძველად ქართველები ღვინოს ხალხურ სიმღერებს უმღეროდნენ, ვინაიდან სწამდათ, რომ ამით ის კიდევ უფრო კარგი, გემრიელი და ხარისხიანი ხდებოდა. დიზაინერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ერთ პროდუქტად შეეკრა მუსიკა და ღვინო, და შექმნა ახალი ბრენდი Vismino. უკვე დაიწყეს ამ ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნისკლასიკური მუსიკის ფონზე მოშენება. ინოვაციური იდეა დაიბადა ღვინის ბოთლების ეტიკეტებისთვისაც, რომელთა დიზაინშიც ასევე გამოიყენეს მუსიკა. JSC Marussia Georgia-ში სპეციალური პიანინო ააწყეს, რომელშიც კლავიშები სხვადასხვა ფერის საღებავიან ჭურჭელს მიუერთეს. ინსტრუმენტზე დაკვრისას განუმეორებელი კომპოზიციები იქმნება. „თითოეულ ნოტს თავისი ფერი მივეცით, რამაც ღვინის ახალი სახეობისთვის, Vismino-სთვის კრეატიული ლეიბლების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა“, — თქვა JSC Marussia Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ახობაძემ. https://www.youtube.com/watch?v=dS1O8KHZnfE ალტერნატიული მუსიკაკომპოზიტორმა კოკა ნიკოლაძემ ახლებური მუსიკის შესაქმნელად 15 სხვადასხვაგვარი ალტერნატიული ინსტრუმენტი შექმნა. თავდაპირველად ეს არაკომერციული პროექტი იყო და მიზნად მხოლოდ რაღაც ახლისა და საინტერესოს შექმნას ისახავდა, რაც საზოგადოებას სარგებელს მოუტანდა. დადგა საკმაოდ შემოქმედებითი და უჩვეულო შედეგი, რაც ძალიან მოსწონს ხალხს. დღეს მუსიკოსს უკვე ბევრი მიმართავს მისი ალტერნატიული ინსტრუმენტების შეძენის წინადადებით. კოკა ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას ძალიან ეხმარებიან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ახალსა და საინტერესოს ასწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტებს დამოუკიდებლად ამზადებს, სხვათა რჩევების გარეშე საქმისთვის თავის გართმევა ძნელია. „პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან შეხვედრა და მათგან გამოცდილების გამდიდრება“, — აღნიშნა მუსიკოსმა.
http://nikoladze.eu/creaons