ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო.
ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა გახსნეს.
სწავლების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ტრენინგები კომპლექსური ხასიათისაა და ითვალისწინებს რამდენიმე თემის შესწავლას. ძირითადი საკითხებია:
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საბიუჯეტო ორგანიზაციებში
ბიუჯეტის შემოსულობების მართვა
საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია
გადახდების პროცედურები
ტრენინგებს გაუძღვებიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში დაგეგმილია 300-მდე სპეციალისტის გადამზადება.
Related items
-
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების მისაღებად. ლიბერთი ბანკი ტრენინგებს ჩაატარებს ყოველკვარტალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში ჩართული ქალებისათვის. პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. ‘მოხარული ვართ, რომ წარმატებით დავიწყეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. დღეს, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გავუზიაროთ მათ ის სასარგებლო ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ლიბერთი ბანკისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ქალების განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით’ - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. ‘კერძო სექტორს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ლიბერთი ბანკის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ მიზნებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები ქმედითი ინსტრუმენტია.’ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, თამარ საბედაშვილმა. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ლიბერთი ბანკმა 2019 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევაში.
(R)
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ორივე მოადგილემ და მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.
თანამდებობა დატოვა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ორივე მოადგილემ. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამაც.
8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. -
ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული თანხა გეგმურ მაჩვენებელს აღემატება
სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს. დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით.
ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
-
სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალბანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ, აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს. -
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე აზიის განვითარების ბანკმა 98,7 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხა
საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს ხელი მოეწერა.
ბიზნეს ნიუსი

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებს 186 მილიონი ლარით დააფინანსებს
ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარები...

ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ
ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართვ...

„Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა
2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენ...

ინტერნეტ სივრცეში "სოკარის" ბრენდს ამოფარებული თაღლითები გამოჩნდნენ - კომპანიის განცხადება
ინტერნეტ სივრცეში სოკარის ბრენდს ამოფარებული თაღ...