ასეთი სტატუსი ენიჭება მხოლოდ ისეთ ძეგლებს, რომლებსაც კაცობრიობისათვის უდიდესი კულტურული ფასეულობა გააჩნია, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 15:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია. 
„ასეთი სტატუსი ენიჭება მხოლოდ ისეთ ძეგლებს, რომლებსაც კაცობრიობისათვის უდიდესი კულტურული ფასეულობა გააჩნია და ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო უწყებას - კულტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, მთავრობის ადმინისტრაციას, რომელთა აქტიური ჩართულობით მიღებული იქნა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

პრემიერის განცხადებით, 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი UNESCO-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით.

„მიმდინარე წლის ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები ამოღებულ იქნა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და ძირითად ნუსხაში დაბრუნდა. ასევე, 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რაც ასევე არა მხოლოდ ჩვენი ანბანის, არამედ ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება გახლავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას", - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხულია 560 ჯერ

Related items

  • დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია - ი. ღარიბაშვილი

    დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება – ,,ძლევაი საკვირველი”, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.
    „დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
    ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერმა.
    მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.
    „ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.

    მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • 14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან - ი. ღარიბაშვილი
    14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან, წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში. 
    "დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.
    სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან", - წერია ი. ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • სახელმწიფო გუდაურში დაღუპული ადამიანების თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს

    სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას.
    “პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – განაცხადა პრემიერმა.
    შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. სამაშველო ოპერაციის დროს მოულოდნელად ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. რვავე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერმა გენასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა.

    შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
    ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება“ გვირგვინებით შეამკო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს “ხალხის მეხსიერებაში” იმყოფებოდა.

    მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას, გეოკტეპეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
    პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური