ხუდადოვის ტყეში უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განხორციელდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 14:51

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე დღეს უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელეს.

ღობეების დემონტაჟის პარალელურად, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა კი, 500 კვიპაროსი და 300 მთის ნეკერჩხალი დარგეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დარგვა საგაზაფხულო რგვების სეზონზეც გაგრძელდება.

დღეს ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტარდება ღონისძიებები ხუდადოვის ტყეში უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთის მიზნით. მიმდინარეობს ღობეების მოხსნა, მათი დემონტაჟი. პარალელურად, ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოებში, ასევე, ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი“, მათი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას“, - განაცხადა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.

წაკითხულია 645 ჯერ

Related items

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

  • თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია „საუკეთესო კულტურული ქალაქი 2020“

    ✅ ბერლინში, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა.

    ✅ LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

    ✅ LCD Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.

    ✅ 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.

    ► კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

     

  • ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

    ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

    ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

    ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.

    ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინhttps://www.libertybank.ge/ka/booking

    მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74

  • თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

    2019 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა. 

    ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

    3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს - პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები. 

    ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს. 

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური