პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 14:26

აუდიტის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგინა.

პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა,  - 19 005 219 ლარი „ქართულმა ოცნებამ“  მიიღო.

 „სახელმწიფო ხალხისთვის“ 4 278 541 ლარი,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -  1 063 514 ლარი.

„პატრიოტთა ალიანსი“ -  1 019 650 ლარი,

“თავისუფალი დემოკრატები“ 686 945 ლარი.

სხვა დანარჩენი სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობა სამ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარირებული ხარჯები ასეთია: 

„ქართული ოცნება“ -  22 212 663 ლარი

“სახელმწიფო ხალხისთვის“ -  4 396452 ლარი

„პატრიოტთა ალიანსი“ -  2 391 046 ლარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  -  2 524 362 ლარი

“თავისუფალი დემოკრატები“ -  1 694 793 ლარი.

სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა 6 მილიონ  ლარზე მეტია.

გენერალური აუდიტორის მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საერთო ჯამში 1000-ზე მეტი პირის შემოწირულობა იქნა შესწავლილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. 100-ზე მეტი პირი იქნა გამოკითხული, 40 გამოკითხვაზეა დაბარებული,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ყველაზე დიდი ოდენობით ჯარიმა ორი პოლიტიკური პარტიის -  “სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველებს დაეკისრა. 

წაკითხულია 305 ჯერ

Related items

  • პოლიტიკური პარტიები რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს შეხვდნენ

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიებთან რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. 

    შეხვედრაზე რესპუბლიკური და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რელიგიურ გაერთიანებებს, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს. 

  • შემაჯამებელი შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან

    ცესკოს სწავლების ცენტრმა დღეს ახალი ვებ-გვერდისა და სერვისების პრეზენტაცია გამართა. საიტი როგორცშინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულიაპორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებსა და ე.წ. პლანშეტებზე. გამარტივებულია საძიებოსისტემაც. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობითსწავლების ცენტრს დაგეგმილი აქვს ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისთვის. საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა.

    შეხვედრას, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წამომადგენლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადეგნლები ესწრებოდნენ.დღესვე, სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა, რომელიც შემდეგ მოდულებზე მოიცავდა სწავლებას: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა, კენჭისყრის დღის პროცედურები.

    აღნიშულ პროგრამაში 23 პოლიტიკური პარტიის 1431-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.„პროექტების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა და სწორედ ის თემები იყო განხილული, რომლებიც თავად პოლიტიკურ პარტიებს აინტერესებდათ. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად საგრანატო პროექტებში ცესკოს სწვალების ცენტრი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და ის ატარებდა მნიშვნელოვან თემებზე ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, არის ძალიან საინტერესო მიგნებები და ვფიქრობ აღნიშული პროექტი, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების ზრდას ეფექტური იქნება მათთვის“, -  განაცხადა გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

  • ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს
    ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს. „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსპიკერის, თამარ ამაშუკელის თქმით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილია საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ფლანგვა, სამუშაო შტატების არარაციონალური ზრდა. როგორც ამაშუკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვამ შედეგი გამოიღო და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, აუდიტის სამსახური არაგეგმურად შეამოწმებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსურ საქმიანობას.
  • აუდიტის სამსახურში ვარშალომიძის დაკითხვა მიმდინარეობს

    ამ წუთებში  აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის დაკითხვა მიმდინარეობს.  "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის სიის პირველ ნომრთან კთხვები  საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვას და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას ეხებოდეს.  

     

  • რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

    საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე  რიმა ბერაძე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. ბერაძე უწყებაში ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული.

    აუდიტის სამსახურში საკითხის მოკვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიმართვის შემდეგ დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური