ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც,... შეგიძლიათ "დამიპადიეზდოთ", - დავით დარჩიაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:25

მიშა და ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში, ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად , დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს, -  ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

”რახან განგებამ ფბ-ზე დაგვაკავშირა, ერთად გეტყვით და მერე ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს - ყრილობაზე "ბილეთი" დელეგატის მანდატია, ხომ? ვთქვი არ ავიღებთქო და არ ავიღებ. ამით მოხდება ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იქ თუ მაინც მოვედი, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება - თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. თქვენც გაგიხარდებათ: საშუალება მოგეცემათ თქვენი ვაჟკაცობა ცხადში დაადასტუროთ, თორემ ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია? კი, მიშა და ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათთქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, "დამიპადიეზდოთ", - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

წაკითხულია 371 ჯერ

Related items

  • "ენმ"-ს ლიდერები აშშ-ს სამთავრობო დელეგაციას ხვდებიან

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციას ხვდებიან.

    შეხვედრა საქართველო - შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც ესწრება.

    ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო სისტემაზე აპირებს საუბარს.

    პარტიის ლიდერების თქმით, საუბარი შეეხება თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხსაც.  

    დელეგაცია ევროპული საქართველოს წევრებთანაც გეგმავს შეხვედრას.

  • "ენმ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

    ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, ზურაბ პატარაძემ ბათუმის პორტთან საავტომობილო ესტაკადის მშენებლობისათვის მემორანდუმს ხელი გასაიდუმლოებულად მოაწერა.

    ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოები ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით დაუკვეთა. სულ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ესტაკადის მშენებლობისათვის 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

    „ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის 5 აპრილს ანბანის კოშკში გაფორმდა მემორანდუმი, ერთერთ უცხო კომპანიასთან, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, დაინტერესდეს შესაბამისი უწყებები, თუ რის საფუძველზე გააფორმა პატარაძემ ხელშეკრულება,“ - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

    ზურაბ პატარიძემ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე მშენებელი კომპანია ტენდერის გზით შეირჩევა.

    „არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. თუმცა, ძალიან მოხარული ვიქნებით, რომ ეს პროექტი დასრულდეს და განხორციელდეს,“ - განაცხადა პატარაძემ.

  • ოპოზიციური პარტიები ენმ-ს ოფისში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტზე მსჯელობენ
    ნაციონალური მოძრაობის ოფისში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტზე მუშაობენ. „ეს სიტუაციას არსებითად არ ცვლის, მაგრამ ხაზს უსვამს ფაქტს იმაზე, რომ ანექსია გრძელდება,“-აცხადებს ნიკა რურუა.პარტიის ინიციატივას შეუერთდნენ არასაპარლამეტნო ოპოზიციის წარმომადმგენლები. მიმართვის ტექსტზე შეჯერების შემდეგ, მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. „ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა მოქმედებების, აქედან გამომდინარე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.
  • "ენმ" პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციებს სთავაზობს
    ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციებს სთავაზობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამძაფრებული რუსული საოკუპაციო და აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ხელისუფლება კვლავ უმოქმედობას ინარჩუნებს და გრძელდება ქვეყნის იზოლაცია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ერთიანი მიმართვის გაგზავნას სთავაზობს. „ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს, როდესაც სამწუხაროდ საქართველოს ოკუპაციის და ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეძლევა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
  • "ენმ" მერს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
    ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს დავით ნარმანიას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების მტკიცებით, მაღალჩინოსნის ლობირების შედეგად, მერიის სარეზერვო ფონდიდან უსაფუძვლოდ მოხდა სტუდენტის სწავლის დაფინანსება. ოპოზიციის ინფორმაციით, ერთ-ერთ სტუდენტს, რომელსაც თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლის დასაფინანსებლად 6 ათასი ლარი გადაერიცხა, შუამდგომლობა მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ გაუწია. მათივე ცნობით, თანხის გადარიცხვა დასაბუთდა იმით, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველია. თუმცა, როგორც ენმ-ში აცხადებენ, მერიის მეირ დაფინანსებული სტუდენტი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული არასდროს ყოფილა. „2016 წლის 12 იანვარს მერიის სარეზერვო ფონდიდან გადაირიცხა 6 ლარი სწავლის დაფინანსებაზე, პიროვნებისთვის, რომელიც ვითომდა არის სოციალურად დაუცველი, თუმცა აღნიშნული პიროვნება არასდროს არ ყოფილა სოციალურად დაუცველთა ბაზაში. აღნიშნული დაფინანსება არის თითქმის ხუთჯერ მეტი თანხა, რომელიც დავით ნარმანიას სტუდენტებისთვის გადაურიცხავს,“ - განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა. ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას მიმართავს და სარეზერვო ფონდიდან იმ ადამიანთა დაფინანსებას ითხოვს, რომელთაც დახმარება რეალურად სჭირდებათ. ოპოზიციის ბრალდებებზე თბილისის მერიაში საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა. კურიერის ინფორმაციით, ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობა სხდომას მართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური