არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 დეკემბერი 2016 09:23

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

წაკითხულია 738 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

    სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

    მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

    ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

  • სირიაში ნაღმზე აფეთქების შედეგად რუსი გენერალი დაიღუპა

    სირიის ქალაქ დაირ-ელ-ზავრის გზაზე დამონტაჟებულ ხელნაკეთ ნაღმზე სამხედრო ავტოკოლონის აფეთქების შედეგად ერთი რუსი გენერალი დაიღუპა, ხოლო ორი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, ამ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს და იუწყებიან, რომ შემთხვევა სირიის ქალაქ დაირ-ელ-ზავრში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონის გადაადგილების დროს მოხდა.

     

  • საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება

    შიდა კულუარული ინფორმაციის დაყრდნობით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ორანიზაცია აქტიურტად აპირებს ქვეყანაში მიმდინარე ახალგაზრდულ მოვლენებზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელ ნოდარ თათვიძეს, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას. ''დიახ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ის იქნება განახლებული შემადგენლობით, მე პირადად უახლოეს მომავალში წარვადგენ ახალ შემადგენლობას და ვფიქრობ რომ მათი მიზანი რაც მე წარმომიდგინეს საკმაოდ ლოგილური და მიზანმიმართულია ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად გამრავალფეროვნებისა და გაუმჯობესებისთვის. აქვე დავძენ იმასაც რომ წარდგენის შემდგომ არ ჩავერევი მათ საქმიანობებში და ისინი თვითონვე გადაწყვეტენ თავიანთ ნაბიჯებს თუ რა უნდა განახორციელონ ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების უფლებების დასაცავად და ა.შ.'' - აცხადებს, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე. ასე რომ, ველოდებით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დაბრუნებას და მათი აქტივობების განხორციელებას, ისინი უკვე მრავალი წელია აქტიურად იცავენ სტუდენტთა და არა მარტო სტუდენტთა უფლებებს!..

  • სირიაში რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

    სირიაში, რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 31 დეკემბერს სირიაში Mi-24 ტიპის ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

    სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში მყოფი ორივე მფრინავი ადგილზევე დაიღუპა.

  • ინტერვიუ წარმატებულ ახალგაზრდასთან ნოდარ თათვიძესთან

    ნოდარ თათვიძე 2011 წლიდან აქტიურად გამოჩნდა ტელევიზიების ეკრანებზე სტუდენტთა უფლებების დამცველად, მან ჩამოაყალიბა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და ამის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იცავდა სტუდენტთა უფლებებს, ახლა კი ნოდარი ტელე-კომპანია თრიალეთის თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია.

    ნოდარ პირველ რიგში მოგესალმებით. რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება და რამდენად დიდი როლი ითამაშა ლიგამ თქვენს ცხოვრებაში?

    მოგესალმებით, მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, რაც შეეხება შეკითხვას, საქართველოს სტუდენტთა უფელების ლიგის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იყო, რომ საქართველოში სტუდენტთა უფლებები ყოფილიყო დაცული და ახალგაზრდული ცხოვრება უფრო მეტად განვითარებული, ლიგამ ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ახალგაზრდებითვის, მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი თუ სხვადასხვა აქტივობები უკავშირდება და სწორედ ამიტომ 4 000-ზე მეტი წევრი გააერთიანა ორგანიზაციამ. რა თქმა უნდა ლიგამ დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და კარიერაში. მე მეამაყება ის, რაც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა განვახორციელეთ ორგანიზაციაში და რა თქმა უნდა თავისთავად არც თუ ისე ხანმოკლე მუშაობამ ორგანიზაციაში მომცა დიდი გამოცდილება და ეს გამოცდილება მე დღეს ძალიან მეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში და კარიერულ წინსვლაში.

    ნოდარ დღეს თქვენ ხართ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის აღმასრულებელი დირექტორი. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ მოხვდით ტელეკომპანიაში? 

    პირველ რიგში ვიტყვი რომ ტელეკომპანიებთან ურთიერთობა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში დავიწყე, ჩვენ ორგანიზაციაში ბევრი აქტივობა გვქონდა და მიწევდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მედიასთან ურთიერთობა ამავდროულად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის თქვენს საინფორმაციო სააგენტო ‘’News Day Georgia’’-სთან. ასევე რამდენიმე წლის წინ მქონდა საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელიც გადიოდა ტელეკომპანია "სტარვიზიაზე" და რომელიც საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობდა, მოკლედ ტელევიზიის სივრცე ჩემთვის უცხო არ იყო. ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია თრიალეთს, თბილისის ოფისის დირექტორის ვაკანსია ვნახე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზე, გავაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების საფუძველზე დავიკავე აღნიშნული პოზიცია ტელეკომპანიაში.

    რა ღონისძიებებს ატარებთ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთში?

    ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე არსებული გადაცემების უფრო მეტად განვითარებაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი მოვარგოთ თანამედროვე სტანდარტებს.ჩვენ ასევე პერიოდულად ვაცხადებთ სტაჟირების კონკურსს და ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას გაიარონ სტაჟირება ჩვენთან და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ჟურნალისტებად. გვაქვს როგორც გასართობ-შემეცნებითი ამავდროულად პოლიტიკური გადაცემები.ჩვენ გადაცემებში ვეხებით ყველანაირ თემას როგორიცაა: განათლება, კულტურა, სპორტი, მედიცინა და ა.შ. შესაბამისად ტელეკომპანია თრიალეთი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ჩვენი ტელევიზიის რეიტინგი დღითი დღე იზრდება.

    რა პროფესიის ხართ და ასევე რამდენადაც ვიცი თქვენ ატარებდით ტრენინგებს სტუდენტებისთვის, რა თემებზე უზიარებდით მათ თქვენს გამოცდილებას?

    მე საჯარო მმართველობის დოქტორანტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში სწავლის პარალელურად ჩამიტარებია არაერთი ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, როგორიცაა მოტივაცია, ლიდერული უნარჩვევები, სტუდენტთა უფლებები და ა.შ. მე ზოგადად ვარ ის ადამიანი,რომელიც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალგაზრდების გვერდით ყოფნას და ზრუნავს მათ წარმატებაზე, ეს ასე იყო საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაშიც და ტელეკომპანია თრიალეთშიც ასეა, მე ვცდილობ მაქსიმალურად ვიზრუნო ჩვენს სტაჟიორებზე და მათ კარიერულ წინსვლაზე.

    როგორც დოქტორანტი გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები მომავალში აკადემიურ სფეროსთან დაკავშირებით?

    პირველ რიგში ჩემი მიზანია წარმატებით დავიცვა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი და პარალელურ რეჟიმში ვგეგმავ ლექციების წაკითხვას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

    რამდენად რისკიანი ადამიანი ხართ?

    ვფიქრობ საკმაოდ რისკიანი ადამიანი ვარ, მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ არ არის რისკიანი, მას გაუჭირდება დასახული მიზნების და ზოგადად წარმატების მიღწევა. 

    რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით?

    ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ახლა საუბარი მიღწევებით კმაყოფილებაზე ნაადრევია. ბევრ რამეს ვგეგმავ ცხოვრებაში, რომელზე საუბრისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

    რამდენად დატვირთული ხართ და როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

    მეტად რთული კითხვაა, ჩემი დღის რეჟიმი დილით რვა საათზე იწყება და ღამის ორ ან სამ საათზე მთავრდება. გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ვახერხებ განტვირთვას და თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ქალაქგარეთ.

    ნოდარ თქვენს პირად ურთიერთობებში რა ხდება?

    ესეც ცოტა რთული კითხვაა, ზოგადად არ მიყვარს პირად ურთიერთობებზე საუბარი შესაბამისად შევიკავებ ვრცლად საუბრისგან თავს, თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი.

    ნოდარ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებას!

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური