თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები "თელასის" მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 13:43

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ სასწავლო და შემეცნებითი კურსების შემცველი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან იმ უწყებების და კომპანიების მუშაობას, რომლებთანაც არქიტექტურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს.

"თელასს" 30-მდე ახალგაზრდა ეწვია და ადგილზე გაეცნო კომპანიის მუშაობის სპეციფიკას. მათ მოინახულეს "თელასის" ცენტრალური ოფისი, სადისპეჩერო და ქვესადგური "მთაწმინდა".

"კომპანია "თელასი" ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

წაკითხულია 634 ჯერ

Related items

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

  • თბილისის მერია გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

    თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

    ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია.

    ცნობისთვის, ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

    რაც შეეხება იმ ე.წ. „კორუფციულ გარიგებებს“, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.

    მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა. (იხ. ფოტოები) 
    მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ნუ შეეცდებიან მერიის წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია დაუპირისპირებს სიმართლეს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

  • თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები  გათავისუფლდნენ.  

    ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპვეს. ოთხი წლის შემდეგ საქმეზე გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია დააკავეს და უვადო პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით მათ სასჯელი შეეცვალათ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

     

     

  • მოვაჭრეებმა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს

    „ბავშვთა სამყაროს" შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული დავით ნარმანიასთან  შეხვედრას ითხოვენ. მოვაჭრეებმა  თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა. მხოლოდ სამმა დაზარალებულმა მოახედრა შენობაში შესვლა, ისინი სავარაუდოდ, მერის მოადგილეს შეხვდებიან. 

    თბილისის მერიასთან დაზარალაბულების აქცია კვლავ გრძელდება. 

  • სამგორის რაიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

    სამგორის რაიონში,  ბერიაშვილის ქუჩაზე,  საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბერიაშვილის ქუჩის 500 - მეტრიან მონაკვეთში  იგება ასფალტის საფარი   და  ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

    აღნიშნული ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს აბაშვილისა და გახოკიძის ქუჩებს.  მისი  კეთილმოწყობით  განიტვირთება მითითებული ქუჩები და გადაიჭრება წლების განმავლობაში იქ არსებული გადაადგილების  პრობლემა. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ აწარმოებს.  გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.

    მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან,  გიორგი ბაგრატიონთან  ერთად გაეცნო.  

    „სამგორის რაიონში, დღეისათვის, ოცამდე  მისამართზე ვმუშაობთ,  სადაც გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ნახევარ კილომეტრზე მეტი გზა კეთდება, რომელიც  ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქუჩას  აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისით გადაადგილება ძალიან რთული იყო და, შესაბამისად, მივიღეთ  აღნიშნული ქუჩის მოწესრიგების გადაწყვეტილება.  პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი“-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    ბერიაშვილის ქუჩის გარდა,  გზის რეაბილიტაციის   სამუშაოები მიმდინარეობს წმინდა ბარბარეს უბანში და ლილოს დასახლებაში, ასევე,    გიგინეიშვილის,  აღნიაშვილის, გაიოზ რექტორისა და თამარის ქუჩებზე. აღნიშნულ მისამართებზე,  გზის საფარის განახლების გარდა  იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და  ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

    საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაო ხორციელდება.   შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს  მე-3 მასივის მე-10 კვარტალში და ვარკეთილის  I-II მიკრორაიონებში. აღნიშნულ მისამართებზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

    ამასთან,  საყრდენი კედლები ეწყობა  ქვემო სამგორში, N83-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ და  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-4 ჩიხში.

    ვარკეთილის I მ/რ-ში,  მე-15 კორპუსის მიმდებარედ კი სათამაშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური