"ნაციონალური მოძრაობა" დღეს ყრილობის გამართვის საკითხზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2016 16:01

ნაციონალურ მოძრაობა დღეს ყრილობის გამართვის საკითხზე იმსჯელებს. რა ფორმატის ფარგლებში აირჩევს პარტია ახალ თავმჯდომარეს, გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებენ. დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები უნდა შეთანხმდნენ ყრილობის ფორმატზე. პარტიის წევრები ორ მოდელს ასახელებენ. ერთი, ეს არის ფარტომასშტაბიანი ყრილობა, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს შედარებით მცირე მასშტაბის ყრილობას. პარტიაში განსხვავებული პოზიციებია თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებითაც. „პოლიტსაბჭო არის პარტიის კანონიერი მმართველობითი ორგანო, ამიტომ რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მიერ, ეს იქნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სავალდებულო პირადად ჩემთვისაც. თავმჯდომარის არჩევის საკითხი გახლავთ, ერთერთი განსახილველი თემა. თავმჯდომარის არჩევის საკითხი გახლავთ ასევე ერთერთი განსახილველი საკითხი. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მე მივიღებ მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ერთიანობის, პარტიის გაძლიერების და ჩვენ საერთო ბრძოლაში პარტიის ინტერესიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. საკითხზე კომენტარი გააკეთა სერგო რატიანმაც. „სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა ძირითადი პაკეტი, ითვალისწინებს, რომ ყრილობაზე იყოს 2 ათასი ადამიანი," - განაცხადა სერგო რატიანმა.

წაკითხულია 272 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური