უაქციზო სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2016 15:10

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტი MASTER-ის უკანონოდ რეალიზაცია მოახდინეს.ბრალდებულებისგან ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხულია 703 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური