მოკრივე გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 12:01

საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა. 

მძიმე წონით კატეგორიაში, ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ ფინალში იასპარეზა სადაც ავსრიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით ანგარიშით 3-2 დაამარცხა. 

სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.

წაკითხულია 551 ჯერ

Related items

  • თბილისში კლუბ DKD-ს მეორე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

    ჭაბუკ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს თბილისის კრივის კლუბი DKD ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. დღეს გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

    წლევანდელი საერთაშორისო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გაიზარდა შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც. შარშანდელი სამის ნაცვლად წლეულს ხუთი ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი - მოკრივეები მონაწილეობენ. შეჯიბრება 30 მარტამდე გასტანს, ფინალური შეხვედრები კი 30 მარტს 12 საათიდან დაიწყება.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სპორტსმენებო, მწვრთნელებო, მსაჯებო, გულშემატკივრებო, პატივცემულო სტუმრებო! მოხარული ვარ, რომ წლეულს ეს მშვენიერი საკრივო დარბაზი ზედიზედ მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს. დარწმუნებული ვარ წლევანდელი შეჯიბრება შარშანდელზე საინტერესო და დაძაბული იქნება, ჭაბუკი მოკრივეები კი სათანადო გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბ DKD-ს მესვეურებს ამ მშვენიერი წამოწყებისთვის. წლევანდელი შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ეს ტურნირი კერძო სექტორის და სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალნათელი მაგალითია და ვისურვებდი რომ ეს მაგალითი სპორტის სხვა სახეობებში მოღვაწე კერძო კლუბებმაც გაიზიარონ. რამდენიმე დღის წინ სამინისტროში ვუმასპინძლეთ 22-წლამდელ მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონს ესკერხან მადიევს და ვიცე-ჩემპიონს ლაშა გურულს. ამ ბიჭებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს - საქართველომ პირველად მოიგო ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის მედლები. მათი წარმატებები მაფიქრებინებს, რომ კრივში ბევრის მიღწევა შეგვიძლია, ამიტომაც ვამბობ, რომ DKD-ს საერთაშორისო ტურნირით დიდი საქმე კეთდება. მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ყველა მონაწილეს, ქართველ, ყაზახ, უკრაინელ რუს და სომეხ მოკრივეებს და წარმატებები ვუსურვო მათ, გულშემატკივრებს კი სანახაობრივი კრივი".

  • მოკრივეებს წარმატება ევროპირველობაზე

    30 ივნისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებები მიიღო და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ჟურნალისტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

    ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანაპაში, 6-14 ივნისს გამართულ კონტინენტის პირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ესკერხან მადიევი (64 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და ოთარ ნავერიანმა (56 კგ), ხოლო ბრინჯაო გიორგი ჭიღლაძემ (+91 კგ) მოიგეს.  ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ბეჟან ჭიჭინავა წვრთნის მე-2 გუნდურ ადგილზე გავიდა.

    უნგრეთში, ქალაქ კაპოსვარში 18-26 ივნისს გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გახდა - ლექსო ხასაია (52), ვერცხლი ალეკო ყიფიანმა (54 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი ზურაბ მენაბდიშვილმა (66 კგ). შალვა დუნდუას გაწვრთნილმა გუნდმა მე-5 გუნდური ადგილი მოიპოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური