პრემიერი დოლიძის განცხადებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 17:11

ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. 
„ეს არ არის სწორი განცხადება, რაც გინდა ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს ვიქტორ დოლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით . მას არავინ სთხოვს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გააკეთოს კომენტარები, მით უფრო, რომ ამ კომენტარს სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ვენდობით ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს არც დღეს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო ძალიან შორს სიმართლისგან და ვიქტორს ეს ემოციური განცხადება მოუვიდა,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე კომენტარი გააკეთა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ გამართულ შეხვედრაზე და ხაზი გაუსვა ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობას. 
„წარმოვადგინეთ 4 წლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენს ქვეყანაში ყველა პრობლემის გადაწყვეტა დღეს გადის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს შეიძლება დავასახელოთ, გადის სწორედ ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაზე. ამიტომ, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია იქეთკენ, რომ ჩვენ ქვეყანაში მოხდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. რამდენადაც შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მიმდინარე რისკები იქნას განეიტრალებული,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში დაცულია მედიის თავისუფლება და იმედი გამოთქვა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. 
„არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა. დღეს მედია არის როგორც არასდროს თავისუფალი. ასევე სასამართლო არის დამოუკიდებელი ყოველგვარი ზეწოლისგან და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება-საკუთრების და მედიის თავისუფლების. მე ვისურვებ, რომ ორივე ნაწილში სახელმწიფო იყოს პირნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წაკითხულია 308 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური