საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვინაობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 12:55

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვახტანგ მახარობლიშვილი ინიშნება. მახარობლიშვილმა ამ თანამდებობაზე გიგი გიგიაძე შეცვალა, რომელიც დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 
როგორც უწყებაში განმარტავენ, მახარობლიშვილი კარიერული დიპლომატია. 1999 წლიდან ის მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2000 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტში. 2002-2004 წლებში ამავე დეპარტამენტში იყო სამმართველოს უფროსი. 2004 წლიდან 2005 წლამდე იყო ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2005-2009 წლებში იყო ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. 2009-2011 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2011-2012 საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2012-2016 წლებში ნიუ-იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2013 წელს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი. დამთავრებული აქვს მაგისტრატურა დიპლომატიაში (მალტა)და მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში (ნიდერლანდები).ვახტანგ მახარობლიშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წაკითხულია 316 ჯერ

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური