გიორგი მღებრიშვილი გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 15:27

გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციაში ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი იურგენ შმიტი, კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, პოლიციის აკადემიის რექტორი ფრიდელ დურბენი და სხვა სამართალდამცველები შედიოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო, ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობითა და ინტერპოლის საშუალებით, წარმატებით ხორციელდება.

გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაციის შესახებ, რა დროსაც, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.

„2015 წლის ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერლინში საკუთარი ატაშე წარგზავნა, რომელიც თქვენს სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწის კრიმინალურ პოლიციებთან მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო და მომავალ წელს საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერს გამოგზავნის, რომელთანაც ადგილზე მუშაობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს წარმატებულ საქმიანობაზე გერმანიაში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი სამართალდამცველები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, პოლიციის აკადემიას და „112“-ს ეწვევიან.

წაკითხულია 468 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია-გიორგი გახარია

    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

    შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე - რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.  

    საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის. 

     პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

    ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად 6 ოქტომბერს ესტუმრება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

    საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

  • აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
    საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

    გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

    პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

  • სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია

    ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს შეშფოთებას დე ფაქტო ხელისუფლების განმეორებით მუქარებზე ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გამშვები პუნქტების განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ. ფილიპ რიკერმა აღნიშნული სიტუაციის შესახებ მოხსენება საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოისმინა, მაშინ, როდესაც აკვირდებოდა ოძისის მახლობლად არსებული გამშვები პუნქტების დახურვას. მან მოუწოდა მყისიერად შეწყვეტილიყო ნებისმიერი სტრუქტურის, ღობისა თუ ბარიერების მშენებლობა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის არაკანონიერი ბორდერიზაციის გაძლიერებას. ელჩმა რიკერმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური